პოლიტიკა

სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საპატიმროს ტოვებს - რამდენიმე საათში მესამე პრეზიდენტს კლინიკაში მოათავსებენ

20.10.21 11:15


შიმშილობის მეოცე დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდა. რამდენიმე საათში მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კინიკა "ვივა მედში" მოათავსებენ, სადაც შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმთა ჯგუფმა გუშინ მიიღო. სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა.

 

მესამე პრეზიდენტის მიღებისთვის კლინიკა უკვე ემზადება. არსებული ინფორმაციით, დაცლილია შენობის მეხუთე სართული, სადაც სააკაშვილს საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლირებულ პალატაში მოათავსებენ. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები