საზოგადოება

კახა კალაძე - სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

20.10.21 11:45


ახალი პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება.

 

„ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისელთა 2 000 000-მდე მოთხოვნა დახმარებაზე იქნა დაკმაყოფილებული სხვადასხვა მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით იმ ოჯახების და ადამიანების გვერდით, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები