პოლიტიკა

ლაშა დამენია - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და თავისუფალი სამყაროს რეაქცია იქნება მკაცრი

20.10.21 12:40


მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და თავისუფალი სამყაროს რეაქცია იქნება მკაცრი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ევროპარლამენტარების და პოლიტიკოსების განცხადებას და „ქართული ოცნების“ შეფასებებს.

 

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საერთაშორისო მეგობრების მიმართ დამაზიანებელი იქნება, როგორც თავად ხელისუფლებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვისაც.

 

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ თუ უნდა დაუმძიმებს მუხლებს, თუ უნდა შეცვლის სამართლებრივ დევნას, თუ უნდა არა, ეს იმის განმაპირობებელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს არის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ნათელი იყო გამოხმაურება ევროპარლამენტარების იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება და უნდა იქნას განთავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი, რომლის ფაქტობრივად სამართლებრივი ნაწილი უნდა გადაწყდეს სტრასბურგის სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ჩვეულ კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტარების განცხადებაზე, მაგის განმაპირობებელია ის, რომ დაკვეთას მხოლოდ პუტინისგან იღებენ და საქართველოს კვლავ რუსული ორბიტისკენ მიათრევენ. სწორედ აქედან არის გამოწვეული, რომ ისინი თავისუფალი სამყაროს მოსაზრებებს არც კი ითვალისწინებენ და ჰყავთ პოლიტპატიმრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახით, რაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება, როგორც ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ, მთლიანად ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები