პოლიტიკა

გიორგი ხანიშვილი ქუვეითის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

20.10.21 17:40


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ (BCAGC) წარმომადგენლებს შეხვდა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქუვეითის ელექტრონული მედიის კავშირის საბჭოს მდივანი მუჰამად ზაფირ ალ-არადა და BCAGC-ის ვიცეპრეზიდენტი დავით ცირდავა ესწრებოდნენ.

 

„ქუვეითის დელეგაციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის ფარგლებში, საქართველო ყოველწლიურად აფართოებს იმ ბაზრებს, სადაც სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდება. გალფის ქვეყნებთან გვაქვს კარგი გამოცდილება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. ვფიქრობ, შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ ქუვეითთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელმაც უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გრძელვადიანი სამომავლო გეგმები აქვს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები