პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა

22.10.21 10:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა.

 

„ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, საჩივრების დაუშვებლობის შესახებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 883


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები