პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე - სააკაშვილს ვლადიმერ პუტინის სახით პირადი მტერი ჰყავს - ის, რაც სააკაშვილმა თქვა, სათქმელი იყო აუცილებლად

22.10.21 15:00


არ გამოვრიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში, ამიტომ ის, რაც თქვა სააკაშვილმა, სათქმელი იყო აუცილებლად, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც არხის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.

 

მისივე განცხადებით, სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სახით პირადი მტერი ჰყავს.

 

„სააკაშვილს ჰყავს პირადი მტერი ვლადიმერ პუტინის სახით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი შიში და გულისყრები პუტინს აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე აქედან, არ გამოვრიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში, ამიტომ ის, რაც თქვა სააკაშვილმა, სათქმელი იყო აუცილებლად”, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული.

როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 829


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები