პოლიტიკა

სახალხო დამცველს სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში ოლიტიკური ინტერესი აქვს - კობახიძე

25.10.21 16:00


ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას საჯაროდ ესხმის თავს და სააკაშვილის საქმეში მის პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობს:

 

"რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არიან მიკერძოებულები და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს, მასაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები არის ბუნებრივი", - აცხადებს კობახიძე.

 

შეგახსენებთ, ომბუდსმენმა სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ  დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები