პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - დიდი ალბათობაა, რომ სააკაშვილი საქართველოში დესტრუქციული მუხტის შემოტანას ცდილობდა და ამ გზით ხელის მოთბობა სურდა

26.10.21 12:40


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიდი ალბათობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რაღაც დესტრუქციული მუხტის შემოტანას ცდილობდა და სურდა, ამ გზით ხელის მოთბობა.

 

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება, იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო კი აღარ არის.

 

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება გარდაუვალი რეალობა იყო, როგორც კი, მსჯავრდებული პირი სამართალდამცავების წინაშე გამოჩნდებოდა და ის მოხდა, რაც გარდაუვალი იყო.

 

„დიდი ალბათობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რაღაც დესტრუქციული მუხტის შემოტანას და ამ გზით ხელის მოთბობას შეძლებდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილება იყო, რომ ქვეყანაში 2021 წელი იყო და არა -2003 წელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები