პოლიტიკა
26.10.21 15:00
საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ეს მოთხოვნა უკვე არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისთვის მიმართავენ.
მისივე თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა, ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც სამხარაძე აცხადებს, მათი გათვალისწინების კონტექსტში მნიშვნელოვანია ვინ იგულისხმება საერთაშორისო პარტნიორებში, რადგან არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მიიღებს.
„კითხვა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს ჩარევას უცხო ქვეყნებისგან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე არ მინახავს ეს განცხადება, შესაბამისად, თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ითხოვს, ეს არის უკანონო. კიდევ მრავალჯერ შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მის შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს იქნება მეგობრებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ პარტნიორი ქვეყნებისგან, თუ ეს რეკომენდაციები არის თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, კანონის უზენაესობასთან და სამართალთან, ამ რეკომენდაციებს ყოველთვის ვიღებთ და ვახორციელებთ. დასავლელი პარტნიორები ძალიან ფართო ცნებაა, ვინ არიან დასავლელი პარტნიორები?! კონკრეტულ ქვეყნებს გულისხმობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ყველას? ყველა დასავლელი პარტნიორისგან არ არის ყოველთვის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. მაგალითად, არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ არ მივიღებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის თანხვედრაში ჩვენი კანონის უზენაესობასთან", - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, „უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე".
„ცა და დედამიწაა 2012 წელსა და 2021 წელს შორის ციხეში არსებული ვითარება. საქართველოში პენიტენციური რეფორმა ევროკავშირის მიერ შეფასებულია როგორც ერთ- ერთი შთაგონების წყარო სხვა ქვეყნებისთვის,"- განაცხადა სამხარაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24