პოლიტიკა

ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს - ნიკა მელია ქართული ოცნების აქციაზე

26.10.21 15:20


ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი განმარტებითვე, ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს.


"გუშინ, რაც ვიხილეთ ჩვენ რუსთავის ციხესთან, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, მე და არამხოლოდ მე, 90-იანი წლების თბილისი გამახსენა ბევრი თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა შესაძლებობა ეხილა ეს კადრები იფიქრა, ეს ის საქართველოა, რომელიც მე აღარ მინდა, ეს ის საქართველოა, სადაც დაბრუნება აღარ მინდა.

 

30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან. ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე.

 

არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს, როდესაც შენს მიერ აქციაზე ძალდატანებთ მიყვანილი ადამიანი თვალებით გეუბნება, კი ბატონო, ძალით გამომიყვანეთ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ გააგცემ საკადრის პასუხს, ეს მოხდება, ეს ყველაფერიც 30 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოში დასაქმებულ საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე. ესეც დასასრულებელია. 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მისვლის შემდეგ ვიზეიმებთ მრავალმხრივ გამარჯვებას. მათ შორის გამარჯვებას ამ ძალდატანებაზე“,-აღნიშნავს მელია.

 

27 ოქტომბერს "ქართული ოცნება" თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/

წაკითხულია : 748


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები