ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საამაყოა, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში

26.10.21 16:40


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე „Future of Tourism Word Summit“ მაღალი დონის მინისტრერიალზე სიტყვით გამოვიდა.

 

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის სწრაფ ტემპზე და მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა.

 

მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად მიმოიხილა “განახლებული რეგიონების” პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორცილდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში.

 

სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.

 

„მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორ მოვახერხეთ ასეთ მოკლე დროში კოვიდის მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპით ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა.

 

გარდა ამისა ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, საქართველომ მოიყვანა მაგალითი განახლებული რეგიონების პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. ასევე, ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სხვა ქვეყნებს გააჩნია კოვიდ-19-ის რეალობაში.

 

რა თქმა უნდა აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, პოზიციონირებას და ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

სამიტი ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის მონაწილეობა მიიღოს სამომავლოდ ტურიზმის სწორად დაგეგმვის პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა მიიღოს წამყვანი ტურისტული ქვეყნებიდან“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

 

სამიტი ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობენ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები