პოლიტიკა

ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

26.10.21 18:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლის მოვალეობის დროებით შემსრულებელთან, დავრონ მუხამადიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე.

 

შეხვედრის დასაწყისში ლაშა დარსალიამ დავრონ მუხამადიევს დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და IFRC-ის შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე. მინისტრის პირველი მოადგილე მიესალმა საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ნაყოფიერ საქმიანობას.

 

მხარეებმა დაადასტურეს ყველა პრიორიტეტულ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები