ანალიტიკა

სეპარატისტული „არცახის“ აღორძინება - მცდელობა  სამხრეთ კავკასიაში ახალი ომების გაღვივებისა

11.11.21 14:20


44-დღიან ომში აზერბაიჯანის გამარჯვების პირველი წლისთავისა და სამხრეთ კავკასიაში პირველი სეპარატისტული ფორმირების საბოლოო ლიკვიდაციის წინა დღეს ე.წ. სომხეთის „არცახის“ თავდაცვის მინისტრმა არშაკ კარაპეტიანმა პროვოკაციული დემარში წამოიწყო, რამაც  პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ახალი ომები გამოიწვიოს. ამასთან  არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არამედ, იქაც სამხრეთ კავკასიაში სადაც ერთ დროს სეპარატისტული „პროექტები“ იყო  ორგანიზებული.

 

საუბარია "რუსი სამშვიდობოების ეგიდს" ამოფარებულ  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურის ვიზიტზე,  (სხვათა შორის  მან ამით "რუსი სამშვიდობოების" დისკრედიტაცია მოახდინა) ლაჩინის დერეფნის გავლით ხანკენდში, სადაც უკანონოდ მოქმედებენ შეიარაღებული სეპარატისტული ჯგუფები იმავე სამშვიდობოების საფარქვეშ  (2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რომლითაც ისინი ყველა უნდა განაიარაღონ).

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არშაკ კარაპეტიანის მოგზაურობა შედგა „არცახის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის“,  მაგრამ რეალურად არალეგალური სეპარატისტული ბანდიტური ფორმირების მეთაურის, ვინმე კამო ვარდანიანის „მოწვევით“. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არშაკ კარაპეტიანმა მოინახულა სეპარატისტი ბოევიკების „საბრძოლო პოზიციები“, შეხვდა ბოევიკებს „საბრძოლო მორიგეობისას“, „გაეცნო პოზიციების გაძლიერების სამუშაოებს, ასევე საბრძოლო მოვალეობის საყოფაცხოვრებო-სოციალურ პირობებს“.

 

ბანდიტთა ერთ-ერთ  ქვედანაყოფში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "მშვიდობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია ძლიერი არმიის არსებობაა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს დაკისრებული საბრძოლო მისიები", სადაც  "არმია" ნიშნავს  სეპარატისტულ ბანდ-ფორმირებას. ასევე, კარაპეტიანმა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დიპლომები  და უწყებრივი მედლები გადასცა რამდენიმე მებრძოლს "ჯილდოს" სახით. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის ხელისუფლების გვერდის ავლით მოხდა. უფრო მეტიც, არშაკ კარაპეტიანი თავისი დემარშით მხოლოდ ართულებს აზერბაიჯანის სომეხი მოსახლეობის მომავალს, რომელიც  თანდათან უნდა შეუერთდეს ქვეყნის მშვიდობიან ცხოვრებას.

 

პრინციპში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების, დევნილთა (მათ შორის აზერბაიჯანელების სომხეთის რესპუბლიკაში) დაბრუნებისა და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მშვიდობიანი ინტეგრაციის გარეშე გაერთიანებულ  აზერბაიჯანში. მაგრამ ამისათვის თავდაპირველად საჭიროა სრულად აღმოიფხვრას ყოველგვარი ცნობა  „არცახის“ შესახებ. სეპარატისტული პროექტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა წაიშალოს ისტორიიდან, როგორც ხალხთა ურთიერთგაგების ხელის შემშლელი ფაქტორი. სწორედ ასე, ადრე თუ გვიან ამგვარი სცენარით უნდა განეხორციელებინათ  აფხაზებისა და ცხინვალელი ოსების რეინტეგრაცია ერთიან საქართველოში.

 

სეპარატიზმის, საზღვრების გადაკეთებისა და ეთნიკური წმენდის დრო ამჟამინდელ გლობალიზებულ სამყაროში უიმედოდ გაქრა. ხოლო „დროის უკან დაბრუნების“ ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ  პირდაპირი გზაა ახალი ომებისკენ, რაც ბუნებრივია, უნდა დასრულდეს სეპარატისტული პროექტების თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო „ნაფლეთების“ სრული და საბოლოო განადგურებით, თუნდაც ხალხს, განსაკუთრებით კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებაში მყოფებს, მწუხარება და უბედურება მოუტანოს.  ხოლო, თუ რომელი ხალხები იმყოფებიან სამხრეთ კავკასიაში ამგვარ  ვითარებაში  ყველასათის ცნობილია. ესენი არიან აფხაზები, ოსები და სომხები.

 

უფრო მეტიც, თუკი სომხეთის რესპუბლიკიდან, რუსეთის ფედერაციიდან და სეპარატისტული „არცახიდან“ სეპარატისტულ აფხაზეთში ჩამოსახლების ხარჯზე სომხები  დემოგრაფიულად უსწრებენ აფხაზებს, მხოლოდ აჩქარებენ რა ამ ეთნიკური ჯგუფის სრულ კატასტროფას, თავად სომხეთის რესპუბლიკაში მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს, სახელმწიფო სწრაფად იცლება. 44-დღიანმა ომმა სომხური გენოფონდის საუკეთესო ნაწილი მიიტაცა: სულ მცირე 8 ათასი სომეხი ახალგაზრდა დაიღუპა. კიდევ უფრო მეტი სამუდამოდ დაინვალიდდა. ახალმა ომმა უცხო ქვეყნის მიწებისათვის, რომელიც შეიძლება იყოს ბევრად უფრო სისხლისმღვრელი, შეიძლება საბოლოოდ წაშალოს სომხების, როგორც ხალხის მომავალი.

 

უფრო მეტიც, არშაკ კარაპეტიანის არალეგალური ვიზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე პროვოკაციულ ელფერს ატარებს იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანი აშკარად გამოთქვამს სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის სურვილს.

 

ამგვარად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ორშაბათს, 8 ნოემბერს, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების დასტაბილურებისათვის და მისთვის მნიშვნელოვანია ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადებების, დებულებების შესრულება:

 

„აზერბაიჯანის გრძელვადიანი ხედვის სტრატეგიის საფუძველია გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარებისა და პროგრესის უზრუნველყოფა. საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორის აღმოფხვრასთან ერთად, აზერბაიჯანი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მკაცრი დაცვის საფუძველზე განახორციელოს." განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

 

მაგრამ ოფიციალური ერევანი საპასუხოდ არა თუ არ ავლენს მზადყოფნას მშვიდობიანი მოგვარებისთვის, არამედ ახორციელებს პროვოკაციულ დემარშებს, რაც ცხადყოფს, რომ სულაც არ ამბობს უარს სხვათა,  ამ შემთხვევაში კი,  აზერბაიჯანის ტერიტორიების, მიტაცებაზე.  ამიტომ ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არშაკ კარპეტიანის დემარშზე მკაცრი რეაგირება მოახდინა და აღნიშნა, რომ ეს პროვოკაციული მოგზაურობა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე შეგნებულად განხორციელდა 2020 წლის 10 ნოემბერს,  აზერბაიჯანისა და  რუსეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ  სამმხრივი განცხადების ხელმოწერიდან ერთი წლისთავის წინა დღეს.

 

„ამით სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, უხეშად არღვევს რა სამმხრივი განცხადების დებულებებს, ცდილობს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ჩრდილის მიყენებას რუსი სამშვიდობოების საქმიანობაზე.

 

44-დღიან ყარაბაღის მეორე ომში ტოტალური დამარცხების, რეგიონის ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ადაპტაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ნაცვლად, სომხეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იაფფასიან სამხედრო ავანტიურებს მიმართავს შიდასახელმწიფოებრივი მიზნებისათვის.

 

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი აგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების პირდაპირ მხარდაჭერას, აგრესიულ სეპარატიზმსა და ტერორისტულ აქტებს. ამავდროულად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ელემენტების არსებობა კვლავ ნარჩუნდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებულნი.

 

"სომხეთის თავდაცვის მინისტრს შევახსენებთ მისი ყოფილი კოლეგების და სხვა სომეხი გენერლების ბედს, რომლებიც აკეთებდნენ უტოპიურ განცხადებებს „გაუვალი ოჰანიანის ხაზის“, „ახალი ომების - ახალი ტერიტორიების“ შესახებ.

ვაფრთხილებთ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მსგავსი უკანონო ვიზიტების განმეორების შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, მივიღებთ აუცილებელ ზომებს აგრესიული სეპარატიზმისა და ტერორისტული პროვოკაციების აღსაკვეთად" ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

სომხეთის მიერ სეპარატიზმის დემონსტრაციული მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ასევე საშიშია, რადგან „არცახის“ სეპარატისტული პროექტი „მიბმულია“ აფხაზეთისა და ცხინვალის პროექტებთან და ეს ყველაფერი კოორდინირებულია სომხური ლობის მიერ. ხოლო იგივე არშაკ კარაპეტიანის დემარშები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სეპარატიზმის „რეანიმაციის“ შესახებ თავისთავად ნიშნავს, რომ სომხური ლობის მხარდაჭერა ქართულ მიწებზე სეპარატიზმისადმი მხოლოდ გაიზრდება.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები