ანალიტიკა

სომხური ლობის ახალი "საშინელებათა ისტორია" - "დიდი ტურანი"

20.11.21 12:20


რუსეთის ფედერაციაში სომხურმა ლობიმ უკვე აღარ იცის, სხვაგვარად როგორ წაჰკიდოს რუსეთი თურქეთს  და გაანადგუროს თურქეთ-რუსეთის საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამისთვის იგი ნებისმიერ საბაბს ეძებს. მაგალითად, 2021 წლის 12 ნოემბერს სტამბოლში გაიმართა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭო) რეგულარული სამიტი, რომელმაც დაამტკიცა "თურქული სამყაროს კონცეფცია" 2040 წლამდე.

 

ამჟამად ამ  საბჭოს ეწოდება "თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია". მასში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, ასევე თურქმენეთი და უნგრეთი დამკვირვებლების სახით.

 

სემიონ ბაღდასაროვმა, ცნობილმა პოლიტიკურმა პროვოკატორმა და გააფთრებულმა სომეხმა ნაციონალისტმა რუსეთში, გადაწყვიტა ინფორმაციულ საბაბად  გამოეყენებინა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის შექმნა ანტითურქული განწყობებისა და თურქოფობიის გასაღვივებლად. ამასთან, თანამოსაუბრედაც მან სწორედ ის აირჩია, ვინც "ხმას შეუწყობდა" - ევგენი სატანოვსკი:

 

 

ბაღდასაროვი და სატანოვსკი ძალიან აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ მაგალითად რუსეთი (უფრო სწორად როსტომი) ეხმარება თურქეთს ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო  ატომური ელექტროსადგურის აგებაში.  მაგრამ ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ იმაზე, რომ იგივე როსატომი საფრთხეს უქმნის ზოგადად მთელი კაცობრიობის უსაფრთხოებას, ახანგრძლივებს იმის რესურსს, რამაც დიდი ხანია ამოწურა საკუთარი თავი. საუბარია სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის უკანონო ექსპლანტაციაზე, რომელიც არათუ ეკონომიკურ დივიდენდებს არ აძლევს რუსეთს, არამედ უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთისთვის და რუსეთისთვისაც კი. მეწამორი ხომ მომავალი ჩერნობილია!

 

რაც შეეხება თურქეთის თურქულ ქვეყნებთან და ხალხებთან თანამშრომლობით გამოწვეულ „საფრთხეს“, ბატონ ბაღდასაროვს უნდა შევახსენოთ, რომ ეთნიკურად დაახლოებული ქვეყნებისა და ხალხების თანამშრომლობა თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ზოგადად, იგივე რუსეთს არაფერი უშლის ხელს ანალოგიით შექმნას მაგალითად  „სლავური საბჭო“.

 

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სომხური ლობის გამო, რომელიც ფართოდ უჭერდა მხარს სეპარატიზმს, შექმნა პრეცედენტები, როგორიცაა "არცახი" და "ბრწყინვალე დიპლომატის" სერგეი ლავროვ-კალანტაროვის გამო, რუსეთმა "მოახერხა" ურთიერთობა გაეფუჭებინა სლავურ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან. და რაკი თურქეთი  იგივეს არ იმეორებს და კონფლიქტში არ იმყოფება ეთნიკურად მასთან დაახლოებულ ქვეყნებსა და ხალხებთან, ამაში ცუდი ხომ არაფერია? უბრალოდ მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილებიდან აუცილებელის სწავლა და ყოველივე საუკეთესოს მიღება.

 

მართალია, აქ კიდევ ერთი ნიუანსი იჩენს თავს - თავად სომხები სლავებს არ ეკუთვნიან. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის „სლავური თანამშრომლობა“ მოიკოჭლებს. ეს შესაძლოა სომეხი „კეთილმოსურნეების“ „დამსახურებაც“ იყოს.

ისინი მოწადინებულნი არიან, რომ რუსეთის ყურადღება მიპყრობილი იყოს უშუალოდ „უძველესი მრავალტანჯული ხალხის“ ინტერესებზე, რომელიც როგორც პარაზიტი მიეჯაჭვა უზარმაზარ ქვეყანას და მხოლოდ და მხოლოდ  კოლოსალურ გეოპოლიტიკურ ზიანს აყენებს მას, როგორც სულიერად (მართლმადიდებელი ქართველები), ასევე ეთნიკურად (უკრაინელები) მასთან ყველაზე ახლო კავშირში მყოფ მეზობლებთან მისი დაპირისპირებით.

 

კიდევ ერთი სომეხი იდეოლოგი რუსეთის ფედერაციაში, "გეოპოლიტიკის დარგის ექსპერტი" და ავტორი სტატიებისა "დიდი ტურანი", "უკრაინა - სომხეთი - რუსეთი - მესამე სამყარო?" (სათაურებიც კი მიუთითებენ  მათ პროვოკაციულობაზე) არბაკ ხაჩატრიანი Argumenty Nedelya-სთან ინტერვიუში ცდილობს რაც შეიძლება მწვავედ დააყენოს  ე.წ. "თურქული საფრთხის" საკითხი:

 

„თქვენი ვარაუდები იმის შესახებ, რომ რუსეთის ზედმეტმა ნდობამ თურქეთისადმი შეიძლება გამოიწვიოს „დიდი ტურანის“ არმიის შექმნა და მუსლიმი ხალხების გაერთიანება, გამართლდა: შედეგად, სტამბოლში გაიმართა თურქთა საბჭოს ლიდერების სამიტი, სადაც თურქული საბჭო გარდაიქმნა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციად. რატომ მოხდა ეს?

 

ამაში მხოლოდ რუსეთის დადანაშაულება არ შეიძლება, არის ინფორმაცია, რომ სომხეთმაც შეუწყო ხელი თურქეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას: არსებული ინფორმაციით, სომხეთია პასუხისმგებელი ახალგაზრდა თურქების ხელისუფლებაში მოსვლაზე. დღეს თურქეთმა გაიმარჯვა და ამაში სომხეთის სათავეში მყოფი მოყვარულებიც არიან დამნაშავენი - საბაზისო პოლიტიკურ ცოდნას მოკლებული ადამიანები - წინაპრების "საქმეს" რომ აგრძელებენ. ასე რომ, თურქეთის გაძლიერებაში, "დიდი ტურანის" არმიის ფორმირებაში და ერდოღანის აღზევებაში დამნაშავენი არიან როგორც სომხეთის სათავეში მყოფი დილეტანტები, ასევე ზოგიერთი რუსი "ბიზნესმენი", რომლებიც თურქებთან ერთობლივ ბიზნესს ფლობენ და თურქეთის სასიკეთოდ მუშაობენ. ...“

 

რაც შეეხება „დილეტანტებს სომხეთის სათავეში“, ეს აშკარა მინიშნებაა ნიკოლ ფაშინიანზე, რომელსაც ნაციონალ-რევანშისტები თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართ არასაკმარის „საბრძოლო განწყობებში“ ადანაშაულებენ.

 

მაგრამ თურქეთის რეალური პოლიტიკა სრულიად აქარწყლებს  სომხური ლობის ყველა „საშინელებათა ისტორიას“. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ეწვია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვს, სადაც შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩავუშოღლუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგაუზის ავტონომიური რეგიონი, მოლდოვის განუყოფელი ნაწილი არის მეგობრობის ხიდი, რომელიც ამყარებს ურთიერთობებს თურქეთსა და მოლდოვას შორის.

 

„კიშინიოვსა და კომრატს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც მოლდოვისათვის, ასევე მთლიანი რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის. მოლდოვაში გატარდა საკანონმდებლო ღონისძიებები ავტონომიის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და ჩვენ  ამას ვაფასებთ. მუდამ აღვნიშნავთ იმას, რომ ჩვენ სრულიად  ვუჭერთ მხარს მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში." – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ყველაფერი გასაგები და სავსებით ნათელია. თურქეთი მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის იმ სახელმწიფოების, სადაც თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ და არც ერთი მათგანის „დანგრევას და გაყოფას“ არ აპირებს, რუსეთის ჩათვლით.

ბუნებრივია, ეს არ უარყოფს სხვა ქვეყნების თურქულ რეგიონებთან კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით.

 

ამდენად, სომხური ლობის ყველა საშინელება „დიდი ტურანის“ შესახებ, რომელიც, მათი თქმით, „გვიახლოვდება“ და „რუსეთის დაშლას გამოიწვევს“, სრული ბლეფია. რუსეთის დაშლა შესაძლოა გამოიწვიოს სეპარატიზმის მხარდაჭერამ სომხური ლობის "ჩაწოდებით", კერძოდ იმავე საქართველოსა (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) და მოლდოვაში, სადაც შეგახსენებთ, რომ სომხურმა ე.წ. არცახმა სცნო ე.წ. სეპარატისტული დნესტრისპირეთის „დამოუკიდებლობა“, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და ა.შ. „სამხრეთ ოსეთი“.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები