ანალიტიკა

აღდამი და ტყვარჩელი - ჰიროშიმა და ნაგასაკი - სეპარატიზმის "აფეთქებების" შედეგი კავკასიაში.

22.11.21 15:00


სეპარატიზმმა სამხრეთ კავკასიაში განადგურების საშინელი კვალი დატოვა.

აზერბაიჯანული წარმოშობის ცნობილმა ფრანგმა ფოტორეპორტიორმა რეზა დეგატიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, რომლებიც მან აღდამში სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ გადაიღო.

 

ჟურნალისტი შოკში ჩააგდო იმან, რაც ქალაქს  ოკუპანტებმა და „არცახის“ სეპარატისტებმა დამართეს. ის წერს, რომ აღდამი ყარაბაღის ულამაზესი ქალაქი იყო.

ჟურნალისტი ამ აყვავებულ და ლამაზ ქალაქში 1992 წლის მარტში ჩავიდა, რათა ფოტოებზე აღებეჭდა ახლომდებარე ქალაქ ხოჯალის მოსახლეობის გენოციდის ფაქტები. მისი თქმით, მაშინ სომეხმა დამპყრობლებმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს, დანარჩენები აიძულეს ზამთარში ფეხშიშველთ დაეტოვებინათ სახლები და ნივთების წაღების უფლებაც კი არ მისცეს.

 

სომეხმა სამხედროებმა ქალაქი აღდამი 1992 წელს დაიკავეს. გაძარცვეს სახლები, ოფისები, მაღაზიები, კულტურის ცენტრები, მუზეუმები, მეჩეთები, შემდეგ გაყიდეს კარ-ფანჯრები, სახურავის საყრდენები, წყლის მილები სომხეთში და ირანელ დილერებზე.  ჟურნალისტი, როგორც არქიტექტორი და მსოფლიოს მრავალ საომარ ზონაში ორმოც წლიანი გამოცდილების მქონე მიხვდა, რომ ეს არ იყო საომარი მოქმედებების შედეგი  არამედ მიზანმიმართული ძარცვა.

 

„28 წლის შემდეგ დავბრუნდი 2020 წლის 21 ნოემბერს, გათავისუფლების მეორე დღეს. ჯერ კიდევ ვგრძნობ ღელვას  გონებასა და სულში. გთხოვთ გააზიაროთ იმ იმედით, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება არსად მსოფლიოში“, - წერს რეზა დეგატი, რომელიც აღდამს „კავკასიურ ჰიროშიმას“ უწოდებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ატომური აფეთქებით დაზარალებულ ჰიროსიმას აღდამი სწორედ  სეპარატიზმმა დაამსგავსა, რომელმაც პირველად  ზუსტად აზერბაიჯანულ ყარაბაღში იჩინა თავი, როდესაც სომეხმა ნაციონალისტებმა დაიწყეს, უკანონოდ მოითხოვეს აზერბაიჯანის ამ ძირძველი ტერიტორიის სომხეთისთვის შემოერთება და ყველაფერი უდაბნოდ და ნანგრევებად აქციეს, განსაკუთრებით ის ქალაქები და სოფლები სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ.

 

მაგრამ, როგორც 1945 წელს, იაპონიის ატომური დაბომბვები არ შემოიფარგლა მხოლოდ ჰიროშიმით და ატომური ბომბი ასევე ჩამოაგდეს ნაგასაკიზე, ასევე სამხრეთ კავკასიაში სეპარატიზმი არ შემოიფარგლა აზერბაიჯანული ყარაბაღით.

იგივე სომხური ლობის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ხანძარი საქართველოში  ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გავრცელდა.

 

აფხაზეთშიც არსებობს ქალაქი, რომელიც სეპარატიზმის გამო ბირთვული დაბომბვის შემდგომ ნაგასაკს დაემსგავსა. ეს გახლავთ  ტყვარჩელი, სადაც სეპარატისტების მიერ გაჩაღებულ ომამდე 40 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ახლა სეპარატისტთა საეჭვო სტატისტიკითაც კი 4 ათასზე ნაკლებია დარჩენილი, რეალურად კი საუკეთესო შემთხვევაში დაახლოებით ათასი ადამიანია და მთელი უბნები გაუკაცრიელებულია და ნანგრევებად ქცეულია:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიაში სეპარატიზმის ინფექცია ჯერ არ არის აღმოფხვრილი. სომხური ლობი, ისევე როგორც ჭკუანაკლული სომეხი "არცახი" სეპარატისტები, მხარს უჭერენ სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმს აფხაზეთში. ცოტა ხნის წინ კრემლმა და სომხურმა ლობიმ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად პირველი სეპარატისტული ე.წ აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტი" ვლადისლავ არძინბას ნათესავი ინალ არძინბა დანიშნა. თანამდებობაზე დანიშვნა მას მაშინვე მიულოცა  ე.წ. სეპარატისტული "არცახის" საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.

 

 „არცახი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აფხაზეთთან ურთიერთობას. „არცახის რესპუბლიკისა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დიპლომატიური დეპარტამენტების მრავალწლიანი გამოცდილებისა და ურთიერთქმედების მაღალი დონის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებით განვითარდება, ჩვენი სახელმწიფოების ხალხთა სასიცოცხლო ინტერესების სახელით“, - განაცხადა დავით ბაბაიანმა.

 

საკითხავია, რა ინეტერესი ამოძრავებს სოხუმელ სეპარატისტებსა და სომეხ ნაციონალისტებს? მიწებისა და ქალაქების უდაბნოებად და ნანგრევებად გადაქცევა? სეპარატიზმს თავისი არსით ხომ არც ყარაბაღელი სომხებისა და არც აფხაზებისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ხოლო ის, რომ კიდევ ბევრ უბედურებას, ახალ ომებსა  და კონფლიქტებს მოიტანს მოუგვარებლობის შემთხვევაში  უდავოა.

 

ბოლოს და ბოლოს იგივე სომეხი ნაციონალისტები, მათ შორის „არცახელი" სეპარატისტებიც, ახლა სეპარატისტულ აფხაზეთს „ზღვისპირა სომხეთად“ აღიქვამენ. ეთნიკური სომხები აქ აქტიურად სახლდებიან მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ანექსიით სრული ფიასკო განიცადეს  და უკვე ბევრად აღემატებიან თავად აფხაზებს.

მაგრამ „კავკასიური ნაგასაკი“ - ტყვარჩელი მათ მაინცდამაინც არ იზიდავთ. ისინი აქტიურად მკვიდრდებიან  გაძევებული ქართველების მიწებსა და სახლებში სანაპირო ზოლში. და თუ სეპარატიზმი და აფხაზეთის ოკუპაცია არ დასრულდება, მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს განადგურების საფრთხე ემუქრება.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები