პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - საქმე პოლიტიკურია, რადგან უკრაინაში მუხლებით, რომლებითაც სააკაშვილს აქვს ბრალი წარდგენილი, პრაქტიკულად არავინ იმყოფება ციხეში

24.11.21 12:20


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი გორში ჩავიდა. ის სააკაშვილთან სამხედრო ჰოსპიტალში შესვლას აპირებს. ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია.

 

„ეს არის ჩემი მეორე მცდელობა. ვარ ადვოკატი უკრაინიდან. მიხეილ სააკაშვილთან ხელშეკრულება ძალიან დიდი ხანია, გაფორმებული მაქვს. მასთან ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის უკრაინაში საქმეებზე, რომლებშიც ის დაზარალებულია. ეს არის თბილისში ჩამოსვლის ჩემი მეორე მცდელობა. კარგია, რომ გუშინ ჩვენ შემოგვიშვეს იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, თუ როგორ გავაგრძელოთ მისი დაცვა. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, რადგან უკრაინაში ასეთი მუხლებით, რომლებითაც მას აქვს ბრალი წარდგენილი, პრაქტიკულად არავინ იმყოფება ციხეში.

 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილთან შეხვედრა, მასთან განსაზღვრა, თუ რა გავაკეთოთ შემდგომ, რადგან დახმარების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, კლიენტის გარეშე კი, ჩვენ ვერანაირ მოქმედებებს ვერ განვახორციელებთ. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ, განვავითაროთ დაცვის ევროპული ვექტორი, რადგან პოლიტიკურ საქმეებში არ შეიძლება, შემოიფარგლო ერთი ან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიით.

ვიმედოვნებ, რომ მე შემიშვებენ ჰოსპიტალში და შევხვდები მიხეილს. ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მის დახმარებას“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები