პოლიტიკა

დოჰაში საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

24.11.21 13:00


კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში 23 ნოემბერს საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველის დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი.

 

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა გენერალური მდივანი აჰმად ჰასან ალჰამადი (H.E Dr. Ahmad Hassan Al-Hamadi).

 

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ფართოდ მიმოიხილეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორმხრივ აქტუალურ თემებს, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი ნაბიჯების შემუშავებისა და ორმხრივი სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატარის მხარეს მიაწოდა სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა გაცვალეს აგრეთვე ინფორმაცია რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, განიხილეს ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და შექმნილი ვითარება, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება ევაკუაციის პროცესში გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შესახებ.

 

დელეგაციების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს მზაობა, გააგრძელონ მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები