საზოგადოება

რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან იხსნება

24.11.21 14:20


პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება.

 

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია, მომხმარებელი პირველი დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ მწვანე სტატუსის შემთხვევაში და პირველი დეკემბრიდანვე მოიხსნება საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, ანუ მათ შეუძლიათ, იმუშაონ, რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

დღეისთვის რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ისინი 23:00 საათამდე მუშაობენ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები