პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა

24.11.21 16:20


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ნატალია ვუტოვას შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს პოზიციები კომიტეტის იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს და ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.

 

ანრი ოხანაშვილმა და ნატალია ვუტოვამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის საბჭოს ოფისს აქვს სურვილი და ინტერესი, კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის პროცესში სამომავლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში.

 

„მთლიანობაში, ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და გამოვკვეთეთ ის საკითხები, რაზეც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ფარგლებში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროპის საბჭოს ოფისთან“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები