პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, "ოცნება" აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს

24.11.21 16:40


საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, "ქართული ოცნება" აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს - ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ობიექტური მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების არარსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია და ჩვენი პარტია ვართ საპარლამენტო ბოიკოტში და რეალურად არაერთი მხილების მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" აგრძელებს ამ მოქმედებას, რაც გულისხმობს, რომ აირჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც არიან რეჟიმის ძალიან ახლო მსახურები. შესაბამისად, ობიექტური მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს შექმნა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ამ ხელისუფლების არარსებობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა ჩამოცილდეს ძალაუფლებას - ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტას არ ვაპირებთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები