პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

25.11.21 10:00


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები