პოლიტიკა

სააკაშვილმა მთხოვა, განმარტება, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი და თავისი აღქმები აქვს - გვარამია

25.11.21 10:45


ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტს ოპოზიციასთან დაკავშირებით შვილის, ედუარდ სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. ედუარდ სააკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციაში გამოიკვეთა "ტენდენცია", რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ვინმეს სააკაშვილის სიკვდილიც ერჩივნოს.

 

"საუბარი იყო, მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ, მამის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ შეიძლება. მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს, ცხადია, მამასთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფერს.

 

თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოუყვანეს, იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაცა ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება, პირიქით, ის ამბობს - მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა. მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ", - თქვა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები