პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია

25.11.21 11:15


საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია “ დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები:

 

- გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression);

 

- თავისუფლება წამებისგან  (freedom from torture);

 

„კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები