პოლიტიკა
25.11.21 13:40
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს.
როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.
„პაციენტი დღესდღეობით თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს, ჩვენ ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებაზე ექიმების რეკომენდაცია იქნება, რა პოზიცია ექნება ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძე პასუხობს, რომ „არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ დიაგნოზებს“.
„ექიმების რეკომენდაცია არის ძალიან ხშირად არაერთგვაროვანი, ასევე არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის პროცესში ჩართული და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავს პაციენტი ნანახი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24