ანალიტიკა

როგორ ცდილობენ სომეხი ისტორიკოსები თავიანთი მელიქების ღალატის მიჩქმალვას

26.11.21 10:15


სეპარატისტული ტელეგრამის არხმა "ჯავახკი" გამოაქვეყნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის მხარის სომხური სოფლის ისტორია - ბოლნის-ჰაჩენ (ამჟამად მას სოფელ ბოლნისი  ეწოდება https://t.me/jvkhk1/419 ). ამ სოფლის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რადგან 2019 წლის დასაწყისში საქართველოში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მას სპეციალურად ეწვია.

 

ბოლნის-ჰაჩენს სეპარატისტული ტრადიციებიც შემორჩა. სწორედ ამ სოფლიდანაა წარმოშობით "გამოცდილი სეპარატისტი" - ანუშავან დანიელიანი. ამ ფიგურამ მოაწყო სეპარატისტული მოძრაობა უკრაინულ ყირიმში, რომელიც ცდილობდა მის ანექსიას რუსეთის მიერ. მას შემდეგ, რაც მისით უკრაინის ძალოვანი უწყებები დაინტერესდნენ, მან სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებს შეაფარა თავი და 1999-2007 წლებში იქ იკავებდა ე.წ. „არცახის პრემიერ-მინისტრის“ თანამდებობას.

 

სოფელი ბოლნის-ჰაჩენი ქართულ მიწაზე აღმოცენდა  ყარაბაღელი სომეხი მელიქების წყალობით, რომლებმაც აქ სომხები ჩამოასახლეს. მათ  რუსი მწერალი ვასილი ველიჩკო ახსენებს თავის წიგნში „კავკასია“:

 

"ისტორიამ ქართველებს ასწავლა, რომ არ შეიძლება იმ ადამიანების ნდობა, რომელთაც  ჯაშუშობისა და ღალატისადმი ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ: სომეხი მელიქები აბო და მეჯნუნი, რომლებიც დიდი პატივით სარგებლობდნენ ერეკლე II-ის კარზე, რომელმაც შეიფარა ისინი სპარსელთა დევნისას, საბედისწერო ჟამს მიემხრნენ სპარსელებს და წინ უძღოდნენ აღა-მაჰმად-ხანის ურდოებს,  რომელთაც გაძარცვეს და  სისხლის ტბორები დააყენეს  ტფილისში  1795 წელს. ამ ფაქტის გახსენება ფრიად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სომეხი პუბლიცისტები დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ სომხები გულმხურვალე  ქრისტიანები არიან...“.

 

როგორც ჩანს, ობიექტურმა სომეხმა ისტორიკოსებმა უნდა დაწერონ მთელი სიმართლე თანატომელების შესახებ, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ის.

აბოსა და მეჯნუნის ღალატი მით უფრო იკვეთება ქვემო ქართლის სხვა მცხოვრებთა ერთგულების ფონზე, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანელებისა - ბორჩალოელებისა, რომლებმაც იმ ომში მცხეთა და საქართველოს მთავარი სალოცავი, სვეტიცხოვლის ტაძარი, ძარცვისაგან გადაარჩინეს, ხოლო თბილისის დაცვის დროს ბორჩალოს რაზმმა 250 კაციანი, ასევე 300 არაგველთა რაზმი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა საქართველოსთვის.

 

მაგრამ არა! ბოლნის-ჰაჩენის სომეხი „დამფუძნებლების“ ღალატის ფაქტს ჯავახელი სომეხი ისტორიკოსები საგულდაგულოდ ჩქმალავდნენ. გთავაზობთ ამონარიდს პოსტიდან:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არხი ჯავახეთს ეძღვნება, დღეს გაგაცნობთ ბოლნისის რაიონის ქვემო-ქართლის სოფელ ბოლნის-ჰაჩენს. ეს უნიკალური ადგილია საინტერესო ისტორიითა და სომხური მემკვიდრეობით. ამ ტერიტორიის სომხებით დასახლების ორი მცდელობა იყო. პირველივე მცდელობისას განძაკელი გიულისტატიუნის მელიქი  აბოვ მელიქ-ბეგლარიანი ცდილობდა თავის ქვეშევრდომებთან ერთად ამ მხარეში გადასულიყო, მაგრამ ქართველ მეფესთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ ისევ განძაკში დაბრუნდა. უკვე 1798 წელს, აღა მაჰმად ხანის „არცახში“ ლაშქრობების (სომეხი მელიქების კონტროლის არარსებობის გამო) და იქ დაწყებული შიმშილისა და ჭირის შემდეგ, „არცახის“ ბეგებმა კვლავ მიმართეს ქართველ მეფეს. მეორე უართან დაკავშირებით მელიქი ფრეიდუნ მელიქ-ბეგლარიანი და მელიქი ჯუმშუდ მელიქ-ბეგლარიანი გაემგზავრნენ პეტერბურგში, რათა პირადად იმპერატორისათვის ეთხოვათ  დახმარება, რის შემდეგაც იმპერატორმა პავლე I-მა მთელი ბოლნისის უეზდი არცახელ მელიქებს გადასცა. მელიქებმა ბოლნისის სახელს ჰაჩენის ნაწილი დაუმატეს და მელიქი ცატურ მელიქ-ბეგლარიანთან ერთად ბოლნის-ჰაჩენის „სამთავრო“ შექმნეს.

 

როგორც დამოუკიდებელ სამთავროებს, მელიქები იმდენივე  უფლებით სარგებლობდნენ, როგორც საქართველოს მეფე. მაგრამ საქართველოს სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ მელიქები კარგავენ დამოუკიდებლობას, მცირდება მათი ძალაუფლება და ასევე უარს ეუბნებიან ყმების ყოლის უფლებაზე.

ამიტომ 1812 წელს მათი უმეტესობა დაბრუნდა განძაკში, მოსახლეობა დარჩა სომხური და XIX საუკუნის დასაწყისიდან ბოლნის-ჰაჩენი შეუერთდა ტიფლისის ოლქს. აღსანიშნავია ისიც, რომ 1808 წელს ერთ-ერთ დღესასწაულზე აგზავნიან მელიქ აბოვ მელიქ-ბეგლარიანს, რომელიც მელიქთა შორის უფროსი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

 

სომხეთ-საქართველოს ომის დროს სომეხთა ჯარებმა დროს მეთაურობით დაიბრუნეს კონტროლი ლორეზე. კავკასიაში ბრიტანული ჯარების სამხედრო სარდლობასთან მოლაპარაკების შემდეგ ბოლნის-ჰაჩენი ხდება სომხეთსა და საქართველოს შორის ნეიტრალური ზონის ნაწილი, მოგვიანებით კი სულაც საქართველოს შემადგენლობაში შედის.

 

ამჟამად ბოლნის-ჰაჩენში 1500 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1400 სომეხია, სოფელში ასევე ქართველები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სომხური სოფელი საქართველოში. მისი მოსახლეობა  ამ სოფელს უნიკალურს ხდის, მათ მესხიერებას შემორჩენია  არცაული წარმომავლობა. ჰაჩენები არცახულთან ძალიან ახლოს მდგომ დიალექტზე საუბრობენ, თუმცა ამ რეგიონის სხვა სომხური სოფლების სხვა მაცხოვრებლები საუბრობენ ლორეულთან მონათესავე დიალექტზე.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ბოლნისელები განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობენ „არცახთან“ და მონაწილეობენ კიდეც მის ცხოვრებაში, მაგალითად, ბოლნის-ჰაჩენელი 1999 წლიდან 2007 წლამდე „არცახის“ პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე, ამ სოფლის მკვიდრებმა დიდი კულტურული კვალი დატოვეს სომხურ მუსიკასა და ლიტერატურაში. ამ სოფელში დაიბადა დიდი სომეხი მწერალი გაზაროს აღაიანი, სადაც მისი სახლ-მუზეუმი დღემდე კარგ მდგომარეობაშია და არქიტექტურული ღირებულების მატარებელია“.

 

ზოგადად ამ ამონარიდიდან თუ არ იცით აბოვის (აბოს) და მეჯნუნის მელიქების ღალატის შესახებ, გაუგებარია თუ რატომ იყო ქვემო ქართლში სომხების ჩამოსახლების „ორი მცდელობა“. ამასთან, ჯერ 1798 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ (მაშინ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო ანექსირებული რუსეთის იმპერიის მიერ) მათ უარი განუცხადა.

 

მაგრამ, თუ გვეცოდინება სომეხი მელიქების ღალატის შესახებ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ჯარით საქართველო დატოვა, მოღალატე მელიქები უბრალოდ განდევნეს ქართული მიწიდან თავიანთი „ქვეშემრდომებიანად“. ყარაბაღში მათ შიმშილი და ჭირი დახვდათ. მოღალატეები, როგორც წეს, სასურველი „სარგებლის“ ნაცვლად მუდამ უბედურებას იმკიან...

 

ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში გამეფდა მისი ვაჟი გიორგი XII და მზაკვარი მელიქები, იმედოვნებდნენ რა, რომ მას „დაავიწყდა“, თუ როგორ უღალატეს მამამისს, ქვემო ქართლში ახალი განსახლება ითხოვეს. მაგრამ გიორგი XII-ს არაფერი დავიწყებია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, სომეხმა მელიქებმა რუსეთის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს და ქართულ მიწებზე დასახლდნენ.

 

ისტორია უნდა გვახსოვდეს. თუნდაც იმიტომ, რომ "ღალატის გენები", სამწუხაროდ, ყოველთვის არ ქრება. შემთხვევითი არ არის, რომ  იგივე ანუშევან დუნიდიანმა, რომელიც უკრაინამ შეიფარა და გამდიდრების საშუალება  მისცა (ის იყო ყირიმის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყირიმის ავტონომიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი), ამ ქვეყანას უღალატა. მერე გადავიდა ოკუპირებულ ყარაბაღში და დაიწყო აზერბაიჯანისათვის „ზიანის მიყენება“. ახლა კი, როგორც ჩანს, სომეხ "ჯავახ" სეპარატისტებს სურთ საკუთარი  ბაზა ჰქონდეთ ქვემო ქართლში თანატომელებში.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები