ანალიტიკა

«მოსკოველი სომხები» უკვე დიაგნოზია

02.12.21 10:15


რაოდენობისა და ერთიანობის ხარისხით განსხვავებულ მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ სომხურ დიასპორებს შორის, რუსეთის სომხური დიასპორა და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული „მოსკოვის სომხები“ სულ უფრო და უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევენ სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ სომხებს შორის. აქ აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მოქალაქეების ეს კატეგორია (და ყველას აქვს რუსეთის მოქალაქეობა) არც თუ ისე მიღებულია თავად ძირძველი რუსების მიერ.

 

რა არის ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი?

 

დავიწყოთ იქიდან, რომ სომხური დიასპორებიც კი საფრანგეთში, აშშ-ში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ისევე როგორც სომხურმა დიასპორებმა ლიბანში, სირიაში, ეგვიპტეში კარგად იციან, რომ სტუმრები არიან ამ ქვეყნებში. ამერიკელები, ფრანგები, არაბები კი აბსოლუტურად არ არიან ვალდებულნი თავიანთი ეროვნული ინტერესები შესწირონ სომხურ ნაციონალიზმს.

 

იქ, სადაც ეს ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა (ან სომხური ლობი ცდილობს დაარწმუნოს ეს ხალხი, რომ  ემთხვევა), არსებობს გარკვეული დახმარების შესაძლებლობა. როგორც წესი-წმინდა მორალური. საკმარისია სიტყვის „გენოციდი“ ხსენება. სომხები ამ ქვეყნებში როგორც წესი საკმაოდ მდიდრები არიან, მაგრამ ისინი არ განსაზღვრავენ სიტუაციას პოლიტიკაში.

 

ამავდროულად, დასავლური დიასპორის სომხებს თუ უნდათ „სომეხი სომხების“ დახმარება ფულით ეხმარებიან. და ისინი უფრო მეტ ფულს გასცემენ ვიდრე რჩევას.

ჩვეულებრივ ისინი  არ ასწავლიან ერევნელ სომხებს „როგორ იცხოვრონ“ და „როგორ შეიყვარონ სომხეთი“, კარგად იციან, რომ იქ ცხოვრების პირობები და გეოპოლიტიკური მდგომარეობა განსხვავდება მარსელისა და ლოს-ანჯელესისგან.

 

აი, რუსეთი კი სულ სხვა საქმეა. რუსეთის ფედერაციის სომხურ დიასპორას, თავისი გავლენის ხარისხისა და რუსეთის ხელისუფლების მანიპულირების უნარის მიხედვით, ბადალი არ ჰყავს. რუსეთში სომხები დიდი ხანია წარმოადგენენ „ელიტარულ“ ეთნიკურ ფენას. ისინი აქ „ბატონებივით“ იქცევიან, განსაკუთრებით სოჭში და კრასნოდარის მხარეში. თუმცა, მოსკოვშიც კი სომხური დიასპორა თავს უფლებას აძლევს, განსაზღვროს რუსეთის პოლიტიკა და გადაწყვიტოს კავკასიის ხალხების ბედი. უფრო მეტიც, მისი პრიორიტეტები ცალსახაა, ჯერ ერთი საქართველოს მიმართ ტრანსცენდენტული სიძულვილი და მეორეც თავად სომხეთში გააფთრებული ნაციონალიზმსა და რევანშიზმზე ფსონი.

 

საქართველოს მიმართ სიძულვილი ადვილი გასაგებია. მოსკოვის სომხები ვერ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ სომხურ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის, სადაც თავს „ბატონად“ გრძნობენ, არის ქვეყანა სადაც კლიმატიც და ბუნებრივი პირობებიც ერთ-ერთი საუკეთესოა კავკასიაში, მაგრამ იგი არ ეკუთვნის სომხებს. და ისინი ფაქტიურად აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ის რუსები, რომლებიც სომხებთანაც და ქართველებთანაც ურთიერთობდნენ, ქართველებს სომხებზე უკეთ ექცევიან და მათ  უფრო ახლობელ  ხალხად თვლიან (და ასეა თუ გავითვალისწინებთ საერთო სარწმუნოებას - მართლმადიდებლობას). . ამიტომ მოსკოვის სომხების ნომერ პირველი ამოცანა საქართველოს მიმართ ქართველოფობიისა და სიძულვილის დათესვაა და სამწუხაროდ მათ ამ საქმეში წარმატებას მიაღწიეს.

 

ხოლო რევანშიზმთან ერთად, თავად სომხების გადმოსახედიდან, მოსკოვის სომხური დიასპორის დამოკიდებულება უაღრესად არასასიამოვნოა. განსაკუთრებით იმ ოჯახების თვალსაზრისით, რომლებმაც ვაჟები დაკარგეს ბოლო ომში. მდიდარი და აყვავებული მოსკოვის სომხები კვლავ მოუწოდებენ მათ ომში "გამარჯვებამდე" ბრძოლისაკენ და მათ  "ვილსონელებს", "სევრებს" და სხვა "დიდ სომხებს" ახსენებენ. თუმცა რეალურად სომხეთის სომეხთა შვილებს 2 *1-ზე მმ მიწის ნაკვეთი ხვდებათ და თუკი ხელისუფლება იმავე მოსკოვის სომხების მორჩილებით ზარალს არ შეაფასებს, გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს გადასცემენ მშობლებს.

 

მართლაც, „დიდი სომხეთის“ რუქების დახატვა მოსკოვში ჯდომისას და ფულში ბანაობისას ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ყველა მხრიდან დაბლოკილ გაღატაკებულ ქვეყანაში ყოფნა; სადაც, თუ „ელიტას“ არ მიეკუთვნები ოჯახის ადეკვატურად გამოსაკვებად ფულის შოვნა თითქმის შეუძლებელია. და რაც მთავარია, მოსკოვის სომეხი „მრჩეველების“ „ჯანდაბაში გაშვება“ შეუძლებელია. ისინი ხომ „კეთილმოსურნეები“ არიან!

 

მოსკოვის სომხების „ზნეობრივი სწავლებები“ სულ უფრო მეტად აღძრავს სიძულვილს ერევნის სომხებში. ბევრი მათგანი ხომ ოდესღაც აყვავებულ ბაქოში ცხოვრობდა, კარგად ერწყმოდა აზერბაიჯანელებს და სხვა ეროვნებებს, სანამ ხანკენდის სეპარატისტები და მოსკოვის სომხები „მიაცუმს“ დაატრიალებდნენ.

 

ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს, სომხეთში გადავიდნენ და აქ მათი ცხოვრება სულ უფრო უიმედოა. აქ არის შანსი იმისა, რომ თუ არ დაბრუნდება „ყველაფერი ისე როგორც ადრე იყო“, მეზობლებთან მაინც დამყარდეს მშვიდობა და ბლოკადიდან გამოვიდნენ. მაგრამ მოსკოვის სომხები ყველაზე მეტად იწყებენ ყვირილს "ღალატის დაუშვებლობაზე" (რასაც მიაწერენ სატრანსპორტო დერეფნების გახსნას) და "ომისთვის მზადყოფნაზე".

 

სიტუაციის ცინიკურობა მით უფროა თვალშისაცემია, რომ თავად მოსკოვის სომხები სიამოვნებით დადიან ყველაზე მოდურ კურორტებზე "საძულველ" თურქეთში (მათი შემოსავალი ამის საშუალებას იძლევა), მაგრამ ერევნის სომხებს ეკრძალებათ "დაფიქრებაც კი" იმაზე, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ გადავიდნენ ერევნიდან არაქსის მეორე მხარეს.

 

ახლა კი, როგორც ჩანს მოსკოველმა სომხებმა თავიანთი რევანშისტური ნაციონალისტური საბჭოებით დაიწყეს სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სომხების და სხვა ქვეყნების სომხური დიასპორების წარმომადგენლების „შეწუხება“.

 

ავიღოთ, მაგალითად ერევნის ბლოგერის ჟურნალისტის რომან ბაღდასარიანის ვიდეო კლიპი პოლიტოლოგ რუბენ მეჰრაბიანთან ერთად. მათ ეთერში განიხილეს სომხეთი, ყარაბაღის კლანის დანაშაულები და სომხური რუსული დიასპორა და უსიამოვნო შეფასება მისცეს:

 

 

ამ ვიდეოში მთავარია რუბენ მეჰრაბიანის მიმართვა რუსეთის სომხურ დიასპორას:

 

„თუკი არ ცხოვრობ სომხეთში, თუ არ ხარ მასში გადასახადის გადამხდელი, არ ხარ  სამხედრო ვალდებული, მაშინ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ძალაუფლება კარგია თუ ცუდი, რა ჰქვია  პრემიერ-მინისტრს, რაღაცას სწორად ან არასწორად აკეთებს  თუ არა პრემიერ-მინისტრი ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. რა შენი საქმეა?... არ მინდა ვიუხეშო, მაგრამ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი, ვინ რაში მართალია და ვინ არა...

 

 შეგიძლიათ დახმარება? გთხოვთ, მადლიერნი ვიქნებით! თუ არა და ბოდიში, ჩვენ თვითონ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რა არის კარგი და რა ცუდი. და დაგვანებეთ თავი! თუ დაგვჭირდება თქვენი რჩევა პირადად მოგმართავთ...

 

იქ კი, დამსხდარან  და მოსკოვიდან და მოსკოვის დივანიდან გვასწავლიან, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო სწორად. ”

 

სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა სომხებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელონ ცხოვრება და ითანამშრომლონ სხვა ხალხებთან. ომებს, სეპარატისტულ პროექტებს, საზღვრების გადაწევას სომეხი ხალხი სიკვდილამდე და გადასახლებამდე მიჰყავს და სომხეთის რესპუბლიკაში უკვე ბევრი აცნობიერებს ამას.

ვისურვებდი, რომ ეს საბოლოოდ ასე მარტივად გაიგონ მოსკოვის მდიდარმა და გავლენიანმა სომხებმა, რომლებიც სხვისი  ბედით „ჟონგლირებენ“.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები