პოლიტიკა
03.12.21 13:40
მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ისაუბრებს სასამართლო სხდომაზე და სასამართლო რაც უფრო გამჭვირვალედ უზრუნველყოფს პროცესს, საზოგადოება, განსაკუთრებით კი ახალი თაობა კარგად დაინახავს, სინამდვილეში როგორ პარტიასთან აქვს საქმე და ვინ არის ამ პარტიის რეალური ლიდერი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
თალაკვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, რომლის განახლება შეუძლებელია.
“ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს, რეალურად როგორი ადამიანი ხელმძღვანელობდა ქვეყანას და ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია. განცხადებები, რაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ელიტური კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ინსტიტუტების ვერტიკალური კონტროლი პრეზიდენტის მხრიდან ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს ვუყურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი პოლიტიკური გუნდის წევრები, რომელთაც ასევე აქვთ პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რაც სააკაშვილის მთავრობის დროს იყო ჩადენილი, ზოგიერთი ტელევიზიებს ამოფარებული, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მანტიის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და მის განახლებას ცდილობენ. მისი განახლება არის შეუძლებელი! ის საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, ვისი დავალებითაც ღამღამობით ბიზნესებს პროკურატურაში იბადებდნენ, როცა ადამიანები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს იძულებით ჩუქნიდნენ, ვისი დავალებითაც გაქრა და დაიღუპა ასობით ადამიანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ხოლო ასობით ადამიანი წამებას დაექვემდებაერა. ამის გათეთრება და გადაღებვა შეუძლებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24