პოლიტიკა
03.12.21 17:00
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ამასთან, შეხვედრაზე, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის პოლიტიკაზე, ასევე 2020-2021 წლებში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებზე ისაუბრა, კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის დანერგვაზე, აგრეთვე სპეციალიზებულ პროკურორთა გადამზადების სტანდარტებზე, შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებულ საქმეთა მუდმივ მონიტორინგზე, აგრეთვე მსხვერპლზე მორგებული მიდგომების გამოყენებასა და კოორდინატორთა სამსახურის მნიშვნელობაზე.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. პროკურორების გარდა გადამზადება გაიარა მენეჯერთა ნაწილმაც. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მენეჯერთა ახალი ჯგუფისა და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორთა გადამზადება.
როგორც ნათია მერებაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, 2021 წელს გაზრდილია სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ დევნის დაწყების შემთხვევები, რაც აჩვენებს გადამზადების შემდგომ სპეციალიზებული პროკურორების მუშაობის პირველად პოზიტიურ შედეგებს. ამასთან, სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება პროკურატურის სამომავლო საქმიანობაში.
მისივე თქმით, აღნიშნულ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიანად განხორციელება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას და მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24