პოლიტიკა
07.12.21 10:00
განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, ელექტრონული სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის ყველა საგანს შეეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაციფრულება მოხდეს და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ერთია გრიფირებული სახელმძღვანელო, რაც იბეჭდება, თუმცა, მეორე მხრივ, სამომავლო პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ თუ მთლიანი სახელმძღვანელო არ იქნება, გარკვეული თემები მაინც გაციფრულდეს. ეს სწავლის პროცესს უფრო ინტერაქციულს გახდის. მაგალითად, დავალებების და აქტივობების ნაწილი გაციფრულდება, ჩაერთვება ვიდეოლინკები. ამით გამდიდრებულ რესურსს შევთავაზებთ მოსწავლეებს. როგორც გითხარით, ეს ყველა საგანში იგეგმება, მაგრამ შეიძლება არ იყოს ყველა სახელმძღვანელო თავიდან ბოლომდე გაციფრულებული.
სტანდარტში მსხვილი თემების მიხედვით არის სახელმძღვანელოები დაყოფილი და შესაძლებელია, თითო თემაზე თითო ელექტრონული რესურსი გაკეთდეს. ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, ხარისხიანი იყოს. სტანდარტიც უნდა შემუშავდეს, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რესურსი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადა ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ელექტრონული სახელმძღვანელოების შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე – ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24