პოლიტიკა

არ შეიძლება სუს-ში მოკალათებული დამნაშავეები პროცესს წარმართავდნენ ისე, როგორც მათ სურთ - ნიკა მელია

07.12.21 10:15


ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია არ აპირებს, სუსის მოთხოვნას დაემორჩილოს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე დათანხმდეს. როგორც მელია აცხადებს, ივანიშვილი საზოგადოებაზე ძალადობას ცდილობს, ის კი ვალდებულია, ამ უკანონობას თვალის არ გაუსწოროს:

 

"არ შეიძლება სუს-ში მოკალათებული დამნაშავეები პროცესს წარმართავდნენ ისე, როგორც მათ სურთ. აბრალებდნენ ადამიანებს იმას, რასაც სჩადიან დღენიადაგ თავად.

მათ ჰყავთ დამნაშავე ზონდერ-პოლიციელთა ჯგუფები, რომელთა მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, იძალადოს საზოგადოებაზე და მე ვარ ვალდებული, ამ უკანონობას თვალი არ გავუსწორო", - ამბობს ნიკა მელია. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები