პოლიტიკა
07.12.21 14:40
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომელიც შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში უფრო ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით გადადგას.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას.
ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საჭიროებაზე. აღინიშნა, რომ აშშ მზად არის საქართველოსთვის დახმარების გასაწევად. შეხვედრებისას, ასევე, მიმოიხილეს სხვადასხვა გზები ამ დახმარების აღმოსაჩენად.
ამერიკელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორი რეგიონში და შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში შედის ძლიერი საქართველო, რომელსაც შესწევს უნარი, რომ დასავლური ღირებულებები დაიცვას რეგიონში.
„საქართველო შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირეა, რომელიც დაგვეხმარა ავღანეთში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონულ პრობლემებზე. გვსურს ამ პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება. ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავებაზე და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ სმიტმა. მისი განცხადებით ყველა ევროპელი მოკავშირე და შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდენ და ერთად შეეცადონ რუსეთის შეკავებას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.
შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემაზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა წევრობის პროცედურის დაჩქარების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კონგრესმენებს სთხოვეს, მეტი ძალისხმევა გასწიონ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ში მალე გაწევრიანდეს, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და შეიძლება ითქვას, ერთადერთი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია რუსეთის მავნე ქმედებები შეაჩეროს.
პარლამენტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ანექსიის მიმართულებით რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობასთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24