პოლიტიკა
07.12.21 15:00
შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის მცდელობა - პიროვნული ურთიერთობების აღდგენა და ჩახუტება არ არის ის რესურსი, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ შერიგების ფორმატში სააკაშვილი გათავისუფლდეს.
"ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, საჭიროა კიდეც და თაობაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების რიტორიკა შეიცვლება, ამ შემთხვევაში მრავლობით რიცხვშიც ვერ ვიტყოდი - არსებობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი გეგმა დესტაბილიზაცის და რევოლუციის. ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა ერთი მხრივ, რომ ვინმეს თავი მოაწონო და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის საჭიროება. შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა, გამყარება და ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია. არსებობს კანონი, კონსტიტუცია და პოზიციები ამის ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს, რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ ამ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლებული იქნეს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ და სულ არ აინტერესებს საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შერიგება არის საუკეთესო გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა გამძაფრდება.
"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიანი არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!"- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24