ანალიტიკა

სომხეთის თანამშრომლობა დასავლეთთან, როგორც „დაგეგმილი პროექტი“ და მოღალატე-ნაცისტის შვილიშვილი, როგორც „კანონზომიერი ლიდერი“

14.12.21 10:30


ბევრისთვის მოულოდნელი იყო სომხეთის რესპუბლიკაში  თითქმის არსაიდან ისეთი პოლიტიკოსის გამოჩენა, როგორიცაა ნიკოლ ფაშინიანი (მანამდე არც ისე ცნობილი ჟურნალისტი), რომელმაც  2018 წელს მაიდანის გადატრიალების ორგანიზება და  ხელისუფლებაში მოსვლა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ერევანში მანამდე ააშენა მსოფლიოში თითქმის ყველაზე დიდი საელჩო,  ხოლო ყველა სახის არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ცნობილ „რევოლუციების მამად“ წოდებულ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული, სომხეთის რესპუბლიკაში მრავალი წლის განმავლობაში თავს მშვიდად და საკმაოდ პრივილეგირებულადაც გრძნობდა, მაშინ ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო.

 

სინამდვილეში, თვითონ "სომხური პროექტი" იმთავითვე დასავლური იყო და შეიქმნა დასავლური ძალებისა და სტრუქტურების მიერ (იგივე ვატიკანის მიერ). ასევე ეჭვგარეშეა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე სომეხი ნაციონალისტები რუსეთიდან „ცივილიზებული ევროპელების“ ბანაკში გადავლენ. სომეხი ნაციონალისტების მასიური კოლაბორაციონიზმი დიდი სამამულო ომის დროს, ჰიტლერის სამსახურში გადასვლა ისეთი სომეხი "გმირების" - დაშნაკების, როგორებიც არიან გარეგინ ნჟდე და დრასტამატ კანაიანი (გენერალი ჯო) ამის ყველაზე უპირობო დასტურია.

 

მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ, "ინდივიდუალური ღალატია". მაგრამ ისტორიის გეოპოლიტიკურ ხვეულებზე, სომხეთის ნახტომი რუსეთისა და მისი ინტერესებისგან საპირისპიროდ, პრაქტიკულად დაგეგმილია მათ მიერ, ვინც თავდაპირველად ქმნიდა და ასაზრდოებდა სომხურ ნაციონალიზმს.

 

და თუ გარკვეულ ეტაპზე რუსეთი  ჩართეს სომხური პროექტის მხარდასაჭერად, აიძულებდნენ მას დაეხარჯა  თავისი რესურსები და სამხედრო ძალა და წასულიყო საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთი იქნება რუსეთის მიმართ "ლოიალური" და რაღაცით მაინც გადაუხდის მადლობას.

 

უფრო, პირიქით.

 

თუმცა, "ადგილობრივი კადრებიც" კი სომხური პროექტის ხელმძღვანელობისთვის დასავლელი კურატორების მიერ, როგორც ჩანს, შერჩეულ იქნენ "მემკვიდრეობითი მოღალატეების და კოპაბორაციონისტების" სიიდან. ეს გაკეთდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჯერ ერთი, „გენეტიკაც“ თავს აჩენს და თუ ბაბუა გარკვეულ სიტუაციაში მოღალატე იყო, შვილიშვილიც იგივეს მოიმოქმედებს დიდი ალბათობით და მეორეც, შვილიშვილი შეიძლება დააშანტაჟონ მისი ოჯახის წევრთ ბიოგრაფიის მიუკერძოებელი ფაქტებით, რათა "ყურებით დაიჭირონ".

 

გასაგებია, რომ ფაშინიანის ოპონენტებს, იგივე ყარაბაღული კლანის ექსპრეზიდენტებს სერჟ სარგსიანსა და რობერტ ქოჩარიანს, მთელ რიგ დანაშაულთა სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ზღვარგადასულ  კორუფციაზე. მაგრამ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ყოფნისას, ძალაუფლების დაკარგვის შენდეგ შურისძიებისკენ სწრაფვისას, მათმა მხარდამჭერებმა დაიწყეს მედიის საშუალებით სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიოგრაფიიდან ბნელი ფაქტების „ქექვა და გამოქვეყნება“. სწორედ ასეთი შინაარსის გახლდათ  მასალა პუბლიკაციაში politik.am სომხურ ენაზე, რომლის სათაურიც მოდურად შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ფაშინიანის ბაბუა გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ვინ არის ნამდვილი მოღალატე?"(https://politik.am/am/pashinyani-papn-el-geri-er-ynkel-nacistakan-germaniayin-vo-v-e-irakan-davachany ).

 

ნათელია, რომ რევანშისტების პუბლიკაცია ფაშინიანის პიროვნებას განიხილავს გააფთრებული სომხური ნაციონალიზმის პოზიციიდან და ადანაშაულებს მას, კერძოდ, „არცახის დათმობაში“, რომ თითქოს მას არ სურს აზერბაიჯანის მხარის მიერ დატყვევებული სომეხი დივერსანტების გათავისუფლება, რომლებიც ე.წ. "პატიმრები" არიან ერევანში. მაგრამ ამავე დროს, გამოცემამ გამოაქვეყნა რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფაშინიანის ბაბუის ბიოგრაფიიდან, კერძოდ, მტკიცებულება იმისა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბაბუა ტყვედ აიყვანეს, გადავიდა ნაცისტების მხარეს და ემსახურებოდა მათ.

 

არსებობს ამ ფაქტის დოკუმენტური დასაბუთებაც, არქივში შენახული ბიოგრაფიული მონაცემები, SS ლეგიონერის ნიკოლაი ფაშინიანის პირადობის მოწმობა, რომელიც მონაწილეობდა ნაცისტების სადამსჯელო ოპერაციებში უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და პარტიზანების წინააღმდეგ, დაიჭრა და გარდაიცვალა გერმანულ სამხედრო ჰოსპიტალში ქალაქ ზვიაგილში (ახლანდელი ქალაქი ნოვოგრადი-ვოლინსკი, უკრაინის ჟიტომისკის ოლქი). სხვათა შორის, ეს იყო 1942-43 წლებში. ნაცისტებმა და მათმა მხლებლებმა სომეხი "ლეგიონერებიდან" გაანადგურეს თითქმის მთელი ებრაელი მოსახლეობა.

 

თავად ნიკოლ ფაშინიანი უმცროსი ამტკიცებდა, რომ მისი ბაბუა ნიკოლ ფაშინიანი-უფროსი „იბრძოდა სამშობლოსთვის“ დიდი სამამულო ომის დროს. 2020 წლის 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავზე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბაბუის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

 

"ნიკოლ არაკელ ფაშინიანი, 1913-1943 წწ მსახურობდა 138-ე ქვეითი დივიზიის 554-ე ქვეით პოლკში. მარადიული დიდება სამშობლოსთვის დაღუპულებს“.

 

და სწორედ ამ პოსტის შემდეგ დაინტერესდნენ ჟურნალისტები პაშინიან-უფროსის ბიოგრაფიული წვრილმანებით და გაიგეს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბაბუა ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზის „მემორიალი“ გამოყენებით (აქ ინახება დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მონაცემები), მათ იპოვეს ნიკოლ ფაშინიანის ბაბუის მონაცემები.

 

ამ პუბლიკაციებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში"მემორიალი"  უკვალოდ გაქრა ინფორმაცია ნიკოლ არაკელ ფაშინიანის შესახებ. მათ ნიკოლ ფაშინიანის ბაბუის შესახებ ინფორმაცია განზრახ „გააქრეს“.

 

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დაწერა ინფორმაცია ბაბუის შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე nikolpashinyan.com, რომელიც აღარ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ჟურნალისტებმა მოახერხეს საიტის დაარქივებული ვერსიის პოვნა, სადაც ფაშინიანი ბაბუის შესახებ შემდეგს წერს:

 

„ბაბუაჩემი, ნიკოლ არაკელ ფაშინიანი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. როგორც ვიცი, მათი პოლკი ყირიმის ნახევარკუნძულზე ტყვედ ჩავარდა და აქამდე იარაღის მოპოვება ვერ მოახერხეს. მაშინ ბაბუაჩემი და რამდენიმე მეგობარი გაიქცნენ საკონცენტრაციო ბანაკიდან  და გაქცევის დროს გარდაიცვალნენ. ამბობენ, რომ იგი იჯევნის პოლიციის საპასპორტო განყოფილების უფროსი იყო და ფრონტზე მოხალისედ წავიდა, სახლში დატოვა ჩემი ორი დეიდა და ახალშობილი მამა“.

 

როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ვხედავთ, პაშინიანი იტყობინება, რომ მის ბაბუას იარაღის ასაღებად დროც კი არ ჰქონდა და ტყვედ ჩავარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაშინიანი აღიარებს, რომ ბაბუას ერთი დღეც კი არ შეეძლო ბრძოლა სსრკ-სთვის (ანუ რუსეთისთვის). ხოლო ყველა მისი "გმირობა", რომელიც მდგომარეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში, ნაცისტური გერმანიის სამსახურში "ჩაიდინა".

 

სიცრუე, ორგულობა და მოღალატე ბუნება ფაშინიანის ბაბუისა, რომელიც, ერთის მხრივ, ირიცხებოდა როგორც "საბჭოთა ჯარისკაცი", მაგრამ ნამდვილად არ იბრძოდა სსრკ-სთვის და პირველივე შესაძლებლობისთანავე ან დანებდა, ან შესაძლოა განზრახ გადავიდა ნაცისტების მხარეს, რათა მათ სამსახურში ყოფილიყო, (იყო ასეთი შემთხვევებიც), ბედის ირონიით,  "გაიმეორა" მისმა შვილიშვილმა, ოღონდ ბევრად უფრო მასშტაბურად. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მხოლოდ ფაშინიანი-უმცროსია ასეთი "ცუდი", ხოლო მისი წინამორბედები  "კარგები" არიან? სულაც არა! სომხეთმა კი რუსეთის ღალატი ფაშინიანამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

 

მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების კათედრის დოცენტმა ალექსეი ფენენკომ ცოტა ხნის წინ Vestnik Kavkaza-ს განუცხადა სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებების ღალატობრივი ხასიათის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკვე 20 წელია სომხეთი ახორციელებს რუსეთთან ეტაპობრივი დაშორების პოლიტიკას, რომელიც მკვეთრად დაჩქარდა ფაშინიანის დროს, თუმცა მანამდეც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:

 

„... ბოლო 5-6 წლის განმავლობაში სომხეთის საგარეო პოლიტიკა გადაიზარდა რუსეთის პოზიციების შელახვის პოლიტიკაში CSTO-ში და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ანუ, ეს დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში - მთლიანობაში, ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის აქტიური მონაწილე გახდა“, - იხსენებს ის.

 

ამ მხრივ, მოსალოდნელია ერევნის მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, რომელსაც აშშ და ზოგადად დასავლეთი გვთავაზობენ - ეს არის სომხეთის საგარეო პოლიტიკა.

"ჯერ კიდევ სარგსიანის დროს სომხეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემცირებულ ვერსიას. იმის გასაგებად, თუ საით მიდის ერევანი, საკმარისია ნატოსთან პარტნიორობის პროგრამების სიმრავლის ნახვა. ამიტომ, ბრიუსელში და ვაშინგტონში, სომხეთი აღიქმება, როგორც დასავლური პოლიტიკის მუდმივი გამტარი, მათ შორის ევრაზიული სტრუქტურების წინააღმდეგ“, - განაცხადა ალექსეი ფენენკომ.

 

ამ დროისთვის, შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა დაინტერესებულია სომხეთმა გააგრძელოს CSTO-ს შიგნიდან შერყევა. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანი მუდმივად ქმნიდა კრიზისებს, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ბლოკავდა CSTO-ს მუშაობას. ამავდროულად, მან არ დატოვა CSTO, თუმცა თუ მას ასე არ მოსწონდა ეს ორგანიზაცია, მას შეეძლო უბრალოდ გაეყვანა თავისი ქვეყანა იქიდან. სამაგიეროდ, ის ცდილობდა მისთვის მუშაობა გაერთულებინა“. - განაცხადა ალექსეი ფენენკომ.

 

„მეორე მიმართულება, რომელშიც შეერთებული შტატები სომხეთს თავის აგენტად იყენებს, არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში შექმნილი საბაჟო კავშირისთვის ძირის გამოთხრა, ევროკავშირთან სომხეთის ასოცირების შეთანხმების გამო. ავად თუ კარგად, ეს წარმოქმნის გარკვეულ ხვრელს ჩვენს საბაჟო სისტემაში.

კიდევ ერთი მიმართულება არის სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების ფორმულების ფორმირების თავიდან აცილება, რათა რუსეთის სამხრეთით მოსაზღვრე რეგიონში არასტაბილურობისთვის ხელსაყრელი პირობები დარჩეს “, - ჩამოთვალა ალექსეი ფენენკომ.

 

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა კი არ დაიწყო ნაცისტური ნჟდეს გმირად შერაცხვა და ძეგლების აღმართვა სომხეთში, მათ შორის ერევნის ცენტრში, არამედ ყოფილმა პრეზიდენტებმა რობერტ ქოჩარიანმა და სერჟ სარგსიანმა. ანუ, ფაქტობრივად „ფარული მოღალატეების“ ყოფილი კომსომოლის წევრები, სეპარატისტები და ყარაბაღის მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ჯალათების ნაცვლად ხელისუფლებაში, მოვლენათა ლოგიკური გაანალიზებით,  მოვიდა აშკარა მოღალატე, მოღალატის და ნაცისტი დამსჯელის შვილიშვილი.

 

ამჟამად რუსეთი გაორებულია. მისი "ოფიციალური მოკავშირის" სათავეში დგას რუსეთის მტერი და მოძულე, რომელიც უკვე ხელსაყრელ მომენტს არ უშვებს ხელიდან დაარტყას (რომელიც მხოლოდ ბლოკავს CSTO-ს საქმიანობას მისი გენერალური მდივნის ხაჩატუროვის დაპატიმრებით) და უცნობია, კიდევ სხვა რა საზიანო ნაბიჯების გადადგმა  შეუძლია.

 

აი, ეს გახლავთ სომხური ნაციონალიზმის მხარდაჭერის რეალური ღირებულება, რომელიც თავდაპირველად რუსეთის მტრებმა შექმნეს, ისინი „ზრუნავდნენ და აკონტროლებდნენ“ (და ძირითადად რუსეთის ხარჯზე ცხოვრობდნენ) თავიანთ ინტერესებზე დაქვემდებარებული რუსეთის პოლიტიკას, რათა გადამწყვეტ მომენტში დარტყმა თავად რუსეთზე მიეყენებინათ.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები