ანალიტიკა

სომხური ლობის „მათრახი და თაფლაკვერი“ საქართველოსთვის

22.12.21 10:00


ერთი შეხედვით, „უძველესი ქრისტიანი ხალხის“ ლობის წარმომადგენლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გარკვეული ორაზროვნებით გამოირჩევა.

ასე მაგალითად, 2021 წლის 20 დეკემბერს, ფაქტობრივად, ამ ლობის მთავარი წარმომადგენელი რუსეთში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი-კალანტაროვი სოჭში ყველას დასანახად შეხვდა სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრებს" "სამმხრივ ფორმატში“.

 

და აქ გაკეთდა ხაზგასმული პროვოკაციული განცხადებები საქართველოს დანაწევრების მიმართულებით მოქმედებათა გამწვავების შესახებ. კერძოდ, რომ: „რუსეთი დაკავშირებულია აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მჭიდრო  ურთიერთობებით, რომლებსაც აქვთ მყარი სამართლებრივი საფუძველი და არ ექვემდებარება კონიუნქტურას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მიმართულების შესაბამისად, რუსეთი აქტიურად ეხმარება ამიერკავკასიის ახალგაზრდა სახელმწიფოებს გახდნენ თანამედროვე დემოკრატიული, გააძლიერონ თავიანთი საერთაშორისო პოზიციები და უზრუნველყონ საიმედო უსაფრთხოება.“

 

სიმბოლურია ისიც, რომ ეს სწორედ სოჭში მოხდა, სადაც 2021 წლის 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სადაც, ფაქტობრივად განაცხადი გაკეთდა კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ.

პარალელურად, „გადახაზული იქნა“ სეპარატისტული „არცახის“ პროექტი - ყარაბაღის ან ე.წ. "არცახის" შესახებ სიტყვაც კი არ თქმულა. იმავდროულად, „სეპარატისტული არცახი" სწორედ ის პროექტია, რომლის მეშვეობითაც სომხეთი უარყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ბოლოს და ბოლოს, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა თავდაპირველად აღიარებდა ე.წ სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“„დამოუკიდებლობას“  ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოფიციალურად ოკუპირებამდე.

 

„ლავროვმა აცნობა თავის კოლეგებს რუსეთის ძალისხმევის შესახებ რეგიონში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვარსა და 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულებაზე, ასევე რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3 დაწყების შესახებ“, - განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში კალანტაროვის ე.წ. სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების „საგარეო მინისტრებთან“ შეხვედრის შემდეგ.

 

საერთოდ, რა კავშირი აქვთ სეპარატისტებს 3 + 3 პლატფორმასთან?! სეპარატისტული რეჟიმების თურქეთთან და ირანთან „ერთ დონეზე“ დაყენება და 3+3 პლატფორმის მუშაობის შესახებ „ანგარიშის“ მიცემა - ეს ნიშნავს ამ ფორმატის მარგინალიზების მცდელობას.

 

 ფაქტობრივად სერგეი ლავროვი-კალანტაროვი ფორმალურად საუბრობს რა ამ პლატფორმაზე ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ საქართველო მას ჩამოაშოროს.

ამგვარად, იგი მხარს უბამს  სომეხ რევაშისტებს, რომლებიც თავიდანვე ამ პლატფორმის  „არაეფექტურობაზე“ გაჰყვირიან და მოითხოვენ საკითხის გადაჭრას „ეუთოს მინსკის ჯგუფის“ ფორმატში საფრანგეთიდან სავალდებულო „გადამწყვეტი სიტყვით“, რომელიც ყოველთვის იკავებს პროსომხურ პოზიციებს.

 

მათი მთავარი არგუმენტი კი არის ის, რომ  „საქართველოს არ სურს მონაწილეობა 3+3 ფორმატში“! და თუ რატომ - ამას არ აკონკრეტებენ. იმიტომ, რომ სომხურმა ლობიმ სეპარატიზმი გააღვივა აფხაზეთსა და ცხინვალში. იგი მხარს უჭერდა და სინქრონიზებული იყო თავის "არცახთან" და იგივე სომეხი ნაციონალისტი ლავროვ-კალანტაროვი ყველაფერს აკეთებს ამ სეპარატისტული პროექტების გასაძლიერებლად და ამიტომაც არ განხორციელდა იმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ისინი თვალთმაქცურად "მეგობრობას" ეფიცებიან ერევანში.

 

ეს არის ცინიზმისა და სიცრუის მწვერვალი.

 

ერთი დღით ადრე, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში სირიაში, რომელმაც იგივე სერგეი ლავროვ-კალანტაროვის ზეწოლით აღიარა ე.წ. სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების „დამოუკიდებლობა“, გაიმართა უპრეცედენტო შეხვედრა ე.წ. დამასკოში "აფხაზეთის" და სირიაში ჩინეთის ელჩებს შორის. გასაგებია, რომ ეს შეხვედრა არა „სირიის აფხაზური დიასპორის“ და არც სირიის ხელმძღვანელობის, არამედ იმავე სომხური ლობის, დიდი ალბათობით, იგივე ლავროვ-კალანტაროვის ორგანიზებით მოეწყო. ანუ, რუსეთის მხრიდან სომხური ლობი უპრეცედენტო ძალისხმევას მიმართვს, რათა საქართველოს დაშლაში ჩართოს სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეები, მათ შორის ჩინეთი, რომელიც საქართველოს (და სომხეთის) ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

 

თუმცა, 2021 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოკლევადიანი სამუშაო ვიზიტი თბილისში, იმავე დღეს, როდესაც კალანტაროვი სოჭში სეპარატისტებს შეხვდა, სულ სხვა ჭრილში წარიმართა. აქ ის ფაქტიურად „თავაზიანობისა და კეთილგანწყობის ფიანდაზად გაეგო“ საქართველოს მიმართ. დასახელდა „სომხეთისა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის“ პერსპექტივები:

 

„მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა თბილისში შევხვედროდი ჩემს კოლეგასა და მეგობარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდისკენ“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე.

 

მიუხედავად ამისა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში ერევნის ხელმძღვანელობა და სომხეთის გარეთ სომხური ლობი სინქრონულად ერევიან. და ის ფაქტი, რომ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარაბაშვილთან „დაერთო“ სერგეი ლავროვი-კალატაროვის შეხვედრას სეპარატისტ „კოლეგებთან“ მხოლოდ ადასტურებს ზემოთქმულს. ერევნის ხელისუფლების გამოკვეთილი და აკვიატებული „მეგობრობა“ არანაირად არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სომხური ლობი, მაგალითად რუსეთში არ აპირებს ერთი ნაბიჯით უკან დახევას სეპარატიზმის მხარდაჭერისა და საქართველოს დაშლის კურსისგან.

 

ყოველივე ამის შემდეგ, განა ყველაფერი არ გაკეთდა  სეპარატიზმისა და სეპარატისტული ომების გასაღვივებლად (სომეხი ბოევიკების "არცახის" ფრონტიდან აფხაზეთის ფრონტზე გადაყვანა ყარაბაღის ბრძოლის კრიტიკულ პერიოდებში!), 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომამდე საქმის მისაყვანად, საქართველოსთვის ტერიტორიების წასართმევად, შემდგომში მათი ისევ  "ქართველებისთვის დასაბრუნებლად". მეტიც, ახლა თითქმის ერთდროულად სომხური ლობის ძალისხმევით „ყველა მხრიდან“  ხდება სომხების ჩამოსახლება და „მშვიდი ექსპანსია“ აფხაზეთში. 

 

ისმის კითხვა - რატომ იჩენენ სწორედ ეხლა „მოძმე სომხები“ საქართველოს მიმართ ამხელა ყურადღებას? და ასე ოსტატურად მიმართავენ "მათრახისა და თაფლაკვერის" ერთგვარ პოლიტიკას. როდესაც ამავდროულად რუსეთის ფედერაციაში სომხური ლობი ფაქტიურად ზეწოლის „პიკზეა“ საქართველოსთან ურთიერთობაში სეპარატისტების მეშვეობით და არ ამცირებს ქართული ფობიის ხარისხს, ერევნის ხელისუფლებამ მკვეთრად გაზარდა „მეგობრობის“ ხარისხი" უფრო მეტიც, ორივე ცდილობს გარე ძალების ჩათრევას თავის ანტიქართულ ინტრიგებში...

 

პასუხი ცხადზე ცხადია. სომხურ ლობის ესმის, რომ მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო მარშრუტების საბოლოო განბლოკვას და სომხეთის, როგორც მთავარი „შანტაჟისტის“ როლი ამ მარშრუტებთან მიმართებაში უიმედოდ წარსულს ბარდება. და პირიქით, საქართველოსთვის ტრანზიტი და მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში ინტეგრაცია უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე. ისინი ცალსახად აძლიერებენ საქართველოს, რაც მას უბრალოდ შეუცვლელს აქცევს, როგორც „ტრანზიტულ ჰაბს“ მთელი ევრაზიისთვის.

 

საქართველოს, რომელმაც გააძლიერა და გაამყარა თავისი საერთაშორისო გავლენა, სეპარატისტულ პროექტებად „დაშლა“ უკვე შეუძლებელი გახდება. უფრო მეტიც, თურქეთიც და აზერბაიჯანიც ყველანაირად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასწრაფოდ აღდგენას.

 

საბოლოო ჯამში, სომხური თამაში მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ახალი ნაყოფიერი თანამშრომლობის დამყარებისთვის ხელის შეშლას და ძველი კონფლიქტების და „ფრონტის“ დაბრუნებას და სიტუაციის მუდმივად „დამუხრუჭებას“, ინვესტორების შეშინებას და სერიოზული საერთაშორისო პროექტების შეფერხებას. ამისათვის მათ  ხელი უნდა შეუშალონ საქართველოს 3 + 3 ფორმატში მონაწილეობას რაიმე ფორმით და ისე მოახერხონ, რომ სწორედ საქართველო იყოს პლატფორმის ნგრევის ინიციატორი. ამისთვის კი იგივე სომხური ლობი (და აშკარად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან) მტკიცედ უჭერს მხარს სეპარატიზმს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები