ანალიტიკა

კალანტაროვი დარტყმას აყენებს მსოფლიო მართლმადიდებლობას აფრიკის მეშვეობით. მიზანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევაა!

03.01.22 14:20


სომხური ლობი რუსეთში ცდილობდა და ეხლაც ცდილობს ერთმანეთს წაჰკიდოს მართლმადიდებელი რუსი და ქართველი ხალხები. ეს იმისთვის, რომ რუსეთის დახმარებით საქართველო ნაწილებად დაიშალოს და საბოლოო ჯამში იოლი დასაპყრობი გახდეს „უძველესი ერის“ წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მისი მიწების ხელში ჩაგდება სურს. სამწუხაროდ, ზოგიერთ სფეროში ამან გაამართლა.

თუმცა, რჩება ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასულიერო სფერო. საქართველოსა და რუსეთს შორის საბოლოო განხეთქილების ორგანიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ცნობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად. ეს განსაკუთრებით ხაზგასმული იყო მოსკოვის პატრიარქ კირილესადმი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 75 წლის დაბადების დღის მილოცვაში. პატრიარქი კირილე კვლავ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ სომხური ლობი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი კრემლი მრავალი წელია ცდილობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობას თავს მოახვიოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „მითვისება“.

 

ამ მიმართულებით ძალზედ ცდილობს რმე-ს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის ერთმანეთზე გადაკიდებას სერგეი ლავროვ-კალანტაროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სომეხი ნაციონალისტი, რომელიც შორს დგას როგორც მართლმადიდებლობისგან, ისე ელემენტარული წესიერებისგან.

მაგალითად, 2018 წლის ოქტომბერში კალანტაროვმა აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენელი, „ახალგაზრდა ნიჭი“ ინალ არძინბა „შეტენა“ პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელიც სეპარატისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ კრემლის სტრუქტურებში გაიზარდა. იგი ხელმძღვანელობდა პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

 

მაგრამ ინალ არძინბამ, თავისი ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობებისა და მართლმადიდებლობისგან უსასრულო „დაშორების“ გამო, იქ ვერანაირად ვერ გამოიჩინა თავი და მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშ მყოფ ახალგაზრდებთან მთელი სამუშაო ჩავარდა. საჭირო გახდა მისი, როგორც „პერსპექტიული აფხაზი პოლიტიკოსის“, დანიშვნა და სოხუმში კალანტაროვზე სრულიად დამოკიდებულ სეპარატისტულ ე.წ "საგარეო საქმეთა სამინისტროს" თავკაცად გაშვება.

 

თუმცა კალანტაროვის შემდეგი კომბინაცია ბევრად უფრო მზაკვრული, მრავალსაფეხურიანი და დამღუპველი აღმოჩნდა მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.

 

„კავკაზპლუსი“ სტატიაში „დაიცავს თუ არა პატრიარქი კირილი სომხეთის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს?" (http://kavkazplus.com/news.php?id=34352) უკვე წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სომხეთის რესპუბლიკაში თავისი ეპარქიის ორგანიზებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თანხმობის გარეშე ცალმხრივად დაარღვია 1943 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლური სამრეკლოები იმდროინდელი სომხეთის სსრ-ის ტერიტორიაზე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ამას არ აპროტესტებდა, რადგან, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის ხელისუფლებამ ქართველ მღვდელმთავრებს მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა. მეორეც, რმე კვლავ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (სამაჩაბლო) საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად.

 

თუმცა ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა და როგორც ჩანს, ერევანში ეპარქიის გახსნა მხოლოდ "დიდი თამაშის" დასაწყისი იყო, რასაც ნათლად ასახავს სერგეი ლავროვ-კალანტაროვის მიმართულება. 2021 წლის 29 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება აფრიკის რვა ქვეყნიდან ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 სასულიერო პირის (მღვდელი და დიაკონი) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში, წარმოდგენილი შუამდგომლობის შესაბამისად.

 

 ფაქტობრივად, რმე არა მხოლოდ შემოვიდა სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე, არამედ ეს გააკეთა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. რმე-ს ხელმძღვანელობის ამჟამინდელი ნაბიჯი კი აშკარად კალანტაროვისა და სომხური ლობის გავლენით იყო გადადგმული და სომეხი ლიდერები მასში უშუალო ურთიერთობას ასრულებდნენ.

მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კალანატაროვს აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ქსელი, რომელიც სსრკ-დან მემკვიდრეობით ერგო მთელს აფრიკას.

 

გარდა ამისა, აფრიკელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ეგვიპტელი კოპტები არიან, ეთიოპიის და ერიტრიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სომხების სრული თანამორწმუნეა და ისეთივე მონოფიზიტები არიან. ისინი, განსაკუთრებით კოპტები, დიდი ხანია ინტრიგებს ხლართავენ  მართლმადიდებლური ალექსანდრიის საპატრიარქოს წინააღმდეგ. და რაც მთავარია, ახალდანიშნული „ერევნისა და სომხეთის მთავარეპისკოპოსი“ ლეონიდასი გახდა პასუხისმგებელი „აფრიკაში შეჭრაზე“, უცხო კანონიკურ ტერიტორიაზე. ანუ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოება აფრიკაში, რომელიც ურტყამს მართლმადიდებლობის ერთიანობას, სომხეთიდან იქნება "მიმართული". და როგორც ჩანს, არა მხოლოდ აფრიკაში.

 

ქვემოთ მოყვანილია რმე-ს სინოდის "აფრიკული" გადაწყვეტილება:

 

«დაადგინეს:



1. განეცხადოს ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, რომლებმაც წარადგინეს შესაბამისი შუამდგომლობები მათი მოსკოვის საპატრიარქოს ანაფორის ქვეშ მიღების შესახებ, შემდგომი უარის თქმის შეუძლებლობა.

 

2. რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში აფრიკის 8 ქვეყნიდან ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 კლირიკოსი მიიღეს  თანახმად თხოვნისა.

 

3. ჩამოყალიბდეს აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსო ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ეპარქიებში.

 

4. აფრიკის საპატრიარქოს ეგზარქოსის მეთაურს მიენიჭოს ტიტული „კლინსკი“.

 

5. ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის შემადგენლობაში შედის შემდეგი ქვეყნები: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, სეიშელის კუნძულები.  კაბო ვერდეს რესპუბლიკა, მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა, სენეგალის რესპუბლიკა, გამბიის რესპუბლიკა, მალის რესპუბლიკა, ბურკინა ფასო, გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა, გვინეის რესპუბლიკა, სიერა ლეონეს რესპუბლიკა, ლიბერიის რესპუბლიკა, კოტ დ'ივუარის რესპუბლიკა , განას რესპუბლიკა, ტოგოს რესპუბლიკა, ბენინის რესპუბლიკა.

 

6. ეპარქიის შემადგენლობაში ასევე შევიდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისსა და მაროკოში მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიალური სამრევლოები.

 

7. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ტიტული იქნება ,,კაიროსი და ჩრდილოეთ აფრიკისა". .

 

8. სამხრეთ აფრიკის სამწყსოს შემადგენლობაში შევა შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტოს სამეფო, ესვატინის სამეფო, ნამიბიის რესპუბლიკა, ბოტსვანას რესპუბლიკა, ზიმბაბვეს რესპუბლიკა, მოზამბიკის რესპუბლიკა, ანგოლას რესპუბლიკა, ზამბიის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა, მადაგასკარის რესპუბლიკა, მავრიკიის რესპუბლიკა, კავშირი კომორის კუნძულები, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, კენიის რესპუბლიკა, უგანდას რესპუბლიკა, რუანდას რესპუბლიკა, ბურუნდის რესპუბლიკა, სან-ტომე და პრინსიპის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გაბონის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა, კენიის რესპუბლიკა, უგანდის რესპუბლიკა, მადაგასკარის რესპუბლიკა და მათ სამხრეთით მდებარე ყველა სახელმწიფო.

 

9. სამხრეთ აფრიკის ეპარქიაში შევიდეს მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპეგიული სამრევლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

 

10. პარქიის შადგენლობაში ასევე შევიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსკოვის საპატრიარქოს სტავროპიგიალური სამრევლო. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ტიტული იქნება ,,იოჰანესბურგისა და სამხრეთ აფრიკისა".

 

11. კლინის მიტროპოლიტად დადგინდა ერევან-სომხეთის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩოვი). მთავარეპისკოპოს ლეონიდეს დაევალა ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მართვა. დროებით იგი სამხრეთ აფრიკის ეპარქიასაც უხელმძღვანელებს. 

 

12. გათავისუფლდეს მთავარეპისკოპოსი ლეონიდე რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან.»

 

თანდათანობით ცხადი ხდება კალანტაროვის შემდგომი სტრატეგია - განხეთქილების პროვოცირება მოახდინოს  ქართულ და რუსულ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამავდროულად მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რომელიც თავისთავად საძულველია როგორც სომეხი ნაციონალისტების, ასევე სომეხი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის დაბნეულობა შემოიტანოს.

 

რა თქმა უნდა, თავდაპირველად ასეთი დარტყმა მიაყენა მართლმადიდებლობის ერთიანობას კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ, რომელმაც უკრაინაში შექმნა განხეთქილება სახელწოდებით "უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია" (OCU), რომელსაც სხვათა შორის, მთელი ზეწოლის მიუხედავად, არ სცნობს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებელთა უმეტესობამ და უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC) არც ერთმა  მონასტერმა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაშია, არ აღიარეს ახალი სტრუქტურა და არ შეუერთდნენ მას.

 

მაგრამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიზეზი მაინც ჰქონდა უკრაინის საეკლესიო ცხოვრებაში ჩარევისთვის და გარესამყაროს წინაშე მაინც შეეძლო თავის მართლება, ვინაიდან ეს, ფაქტობრივად, თავდაპირველად მისი ტერიტორია იყო 1688 წლამდე. რმე-ს არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს ამგვარი გასამართლებელი საბუთი  აფრიკასთან მიმართებაში. აფრიკა, სადაც ახლა შემოვიდა რმე, არასოდეს ყოფილა და ვერ იქნება მის ორბიტაზე. ეს არის ხელყოფა სხვისი კანონიკური ტერიტორიისა.

 

ამ ნაბიჯის გამართლება იმით, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა სქიზმატური უმე (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) აღიარა, არ არის გამართლებული. თუ მანაც, პატრიარქი ბართლომეს მსგავსად, ასეთი ანტიკანონიკური ნაბიჯი გადადგა, ეს მაინც არ არის იმის მიზეზი, რომ თავად ეკლესიის მიერ დაწესებული კანონები და წესები ფეხქვეშ გაითელოს. აუცილებელია სამართლიანობის ძიება საეკლესიო სამართლის ფარგლებში და არა მოქმედება პრინციპით : „შენ მომპარე და ამიტომ მე მოგპარავ“. მით უმეტეს, ალექსანდრიელი პატრიარქი „არ იპარავდა“, ე.ი. ის თავად არ შეჭრილა რმე-ს ტერიტორიაზე და არ შეუტანია იქ განხეთქილება.

 

საკითხავია, რისთვის სჭირდება ეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქ კირილს? რისი დამტკიცება სურს მას აჯანყებული აფრიკელი მართლმადიდებელი მღვდლების „ანაფორის ქვეშ შეფარებით“. მათი უმეტესობა ალექსანდრიის საპატრიარქოს დაუპირისპირდა არა „თეოლოგიურ დოგმებზე“ კამათის გამო, არამედ საეკლესიო დისციპლინის ბანალური დარღვევის გამო.

კერძოდ, მათ შორის ალბათ არიან ისეთებიც, რომლებსაც ალექსანდრიის საპატრიარქომ აუკრძალა მსახურება, რადგან უღირსად იქცეოდნენ, სვამდნენ, უხამსობდნენ და ა.შ. ნორმალური მღვდელი არ ეწინააღმდეგება თავის ეპისკოპოსს და ალექსანდრიელ პატრიარქს.

 

ამგვარად, რმე-მ, კალანტაროვის დახმარებით შეარჩია "აფრიკული ეკლესიის პერსონალი". რაში სჭირდება მას ეს? მით უმეტეს, მედია აღწერს რა სკანდალებს, რმე-ში გადასული მღვდლების უღირს საქციელებს,  დარტყმას მიაყენებს მის რეპუტაციას.

 

ეს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობაში პრობლემების გარდა არაფერს მოუტანს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა ამგვარად მზადდება შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც კალანტაროვები და სხვა "ძველი ქრისტიანები" აქტიურად ლობირებენ. ფაქტობრივად, მზადდება ნიადაგი მოსკოვის საპატრიარქოს შემოჭრისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხივალნის რეგიონის სამრევლოებისა და მონასტრების „საკუთარ“ გამოცხადებისთვის, ისევე, როგორც ეს ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შემოჭრით განხორციელდა  აფრიკაში.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები