ანალიტიკა

სომეხი მუშაობს აჭარაში თურქულ მაღაზიაში და არავითრ „გენოციდს“ და დისკრიმინაციას არ გრძნობს

04.01.22 13:20


სომეხი ნაციონალისტების მტკიცებებს, თითქოს „თურქები და სომხები ვერასოდეს შერიგდებიან“, უარყოფს თავად სომხური ნაციონალისტური ინტერნეტ რესურსები.

თანაც ისეთი, როგორიცაა სეპარატისტული რესურსი "ჯავახკი", რომელმაც ერთ-ერთ ბოლო პოსტში საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა სამცხე-ჯავახეთის სომხების მცდელობის შესახებ, გადაეტანათ თავიანთი ნაციონალისტური შეხედულებები და კომპლექსები ქართულ რეალობაში და "ბოიკოტი" გამოეცხადებინათ თურქული და აზერბაიჯანული საქონლისთვის, ასევე წერდა სომეხზე, რომელიც მუშაობს თურქ ბიზნესმენთან და საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს ბათუმში.

(https://t.me/jvkhk1/473 ). გთავაზობთ ამონარიდს ამ პოსტიდან:

 

„როდესაც სომხეთში მეორე „არცახის“ ომის დროს გაჩაღებული იყო კამპანია „არა თურქულს“ და შემდგომში მთავრობის გადაწყვეტილები, თურქული საქონლის იმპორტი დროებით აიკრძალა, ახალქალაქში ამ მაღაზიაში ცდილობდნენ არ გაეყიდათ თურქული საქონელი. ზოგიერთი მყიდველი ცდილობდა არ ეყიდა თურქული საქონელი, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა.

 

„მაგალითად, აზერბაიჯანში წარმოებული "აზერჩაი" არ მომიტანა გასაყიდად, მაგრამ კლიენტები მოდიოდნენ და ითხოვდნენ მას, იძლებული ვიყავი შემომეტანა, თუმცა არც ისე თვალსაჩინო ადგილას მიდევს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მაქვს“, - დასძენს გამყიდველი.

 

სომხურ კამპანიას „არა თურქულს“ „ჯავახკში“ დროებითი ხასიათი და ნაწილობრივ ეფექტი ჰქონდა, მაგრამ აჭარელ სომხებს არანაირი ზემოქმედება არ უგრძვნიათ.

 

2014 წლის მონაცემებით აჭარის მოსახლეობის 1,64% სომეხია. აქ ბევრი თურქია, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესით არიან დაკავებულნი, მაგრამ ისინი რეგიონის ოფიციალურ დემოგრაფიულ მონაცემებში არ არიან რეგისტრირებული. სომეხი მოსახლეობა მათთან ყოველთვის ინარჩუნებს პირდაპირ კომერციულ ურთიერთობას.

ძველი ბათუმის ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში არის თურქული ტკბილეულის მაღაზია, რომელიც თურქს ეკუთვნის, მაგრამ იქ სომეხი არტურ მაკარიანი მუშაობს. მაკარიანი წარმოშობით ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანიდანაა, მამა ბათუმში დაიბადა. როგორც თავად აღნიშნავს, მრავალი წლის განმავლობაში მათ მაღაზიაში სომეხი ეროვნების არც ერთი მყიდველი არ შემოსულა.

 

„ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ მაღაზიაზე  წარწერაა „თურქული საკონდიტრო ნაწარმი“. ყოველთვის ვცდილობ სომხები მოვიდნენ ჩვენს მაღაზიაში, ძალიან მიხარია, რომ თქვენ სომხები შემოხვედით ჩვენს მაღაზიაში. ამ თურქთან ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ მასთნ არასდროს გვქონია პრობლემა, ”- ამბობს არტური.

 

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო "არცახის" ომის დროს მას და თურქებს ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრიათ და შესაბამისად მათ ურთიერთობაზე აღნიშნული თემა  გავლენას არ ახდენს. არტური ამბობს, რომ ომი არც მის პარტნიორს და არც რაიმე სავაჭრო ურთიერთობას აჭარაში არ შეხებია“.

 

თურქოფობიით ცნობილი სეპარატისტული ტელეგრამის არხის მიერ გავრცელებული ეს გზავნილი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. კერძოდ, მაგალითად, რომ თურქ დამსაქმებელს არტურ მაკარიანის ეთნიკური წარმომავლობა სულაც არ აღელვებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მას სამსახურში არ აიყვანდა (საქართველოს მაღაზიაში სხვა გამყიდველის პოვნა ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით სირთულეს სულაც არ წარმოადგენს).

 

თურქ დამსაქმებელს არტურ მარკარიანთან მიმართებაში რაიმე დისკრიმინაციის და მით უმეტეს „გენოციდური ქმედებების“ გამოვლენა არც უფიქრია. ის იმდენად კორექტული და ტაქტიანია, რომ ყარაბაღის მეორე ომის დროს მასთან პოლიტიკაზე არც უსაუბრია, თუმცა უდავოა, რომ მთლიანად აზერბაიჯანის მხარეზე იყო, რომელიც თავის მიწებს ათავისუფლებდა.

 

როგორც ჩანს, არტურ მარკარიანი კმაყოფილია თურქებთან თანამშრომლობით, სხვაგვარად იგი დიდი ხნის წინ წასული იქნებოდა და სხვა სამუშაოს იპოვიდა. ანუ ზღაპრები „თურქების განსაკუთრებულ სიძულვილზე სომხების მიმართ“ სხვა არაფერია თუ არა მითი. თურქებმაც და სომხებმაც შეიძლება მშვიდობიანად იცხოვრონ გვერდიგვერდ, ითანამშრომლონ და ერთობლივ ბიზნესში ჩაერთონ.

 

ასევე, ეს ინფორმაცია თურქულ მაღაზიაში მომუშავე სომეხის შესახებ ძირეულად ეწინააღმდეგება სომეხი ნაციონალისტების განცხადებებს, რომ „თურქები იპყრობენ აჭარას“ და ამბობენ, რომ მალე „არათურქების ადგილი იქ არ იქნება“. თურქმა ბიზნესმენმა ბათუმში სამუშაოდ არა თანამემამულე, არამედ საქართველოს მოქალაქე, უფრო მეტიც, სომეხი აიყვანა. ის ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში და აქ იხდის გადასახადებს.

 

 მაღაზიაში, სადაც ახლა არტურ მაკარიანი მუშაობს, თურქული ინვესტიცია რომ არ ყოფილიყო, ალბათ სამუშაო სადმე საზღვარგარეთ უნდა ეძებნა. შესაძლოა სამუშაოდ წავიდეს იმავე თურქეთში, სადაც რამდენიმე ასეული ათასი მისი თანატომელი მუშაობს, რომლებიც ოჯახებს თურქეთიდან ფულის გადარიცხვით ეხმარებიან.

 

დროა, სომეხმა ნაციონალისტებმა უარი თქვან  მითებზე, კომპლექსებსა და სტერეოტიპებზე და შეუერთდნენ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას. და არ შეუშალონ ხელი სხვა ხალხებს ნორმალური ცხოვრების შექმნაში, არ გადაჰკიდონ ისინი ერთმანეთს (როგორც პროვოკატორები ცდილობენ ქართველების და თურქების ჩარევას) და არ გაანადგურონ მთელი ერები, არ ჩაითრიონ ისინი მათთვის დამღუპველ სეპარატიზმში  ( როგორც უკვე გააკეთეს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში).

 

ასევე აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ თურქეთი, როგორც ქვეყანა არის და იარსებებს მუდამ, ზოგიერთი უძველესი მითების საფუძველზე ის თავის მიწებს არავის დაუთმობს და არც მითიურ „გენოციდს“ მოინანიებს. ისევე, როგორც დღეს თურქები არ მოითხოვენ სომხებისგან მონანიებას მათი ორგანიზაციების ნამდვილი დატერორების გამო, რაც დასტურდება ფაქტებით, დოკუმენტებითა და სასამართლოს განაჩენებით.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები