ანალიტიკა

როგორ აღიზიანებენ ყაზახეთს და გააბეს რუსეთის ხაფანგში

09.01.22 12:20


ყაზახეთის ირგვლივ მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ხალხს ჯერაც ვერ გაუგია რა ხდება სინამდვილეში. რა არის ეს, მორიგი მეიდანი და „ფერადი რევოლუცია“, გეოპოლიტიკური გავლენის სფეროების „გადანაწილება“ (ზოგი საუბრობს რუსეთის ექსპანსიაზე „სამშვიდობო“ ეგიდის საფარქვეშ  )? თუ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და კაცობრიობისთვის „საბედისწერო“ მოვლენებია?

 

ცოტაოდენი წინა მოვლენების შესახებ. 2021 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ყაზახეთს არ ამჩნევდნენ. სამაგიეროდ ყურადღების ცენტრში რუსეთის ფედერაციის სხვა მეზობელი სახელმწიფო იყო - დასავლეთის საზოგადოება "შეშფოთებული იყო" სავარაუდო "რუსეთის უკრაინაში შეჭრით", შეერთებულმა შტატებმა  რუსეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ "მოეშორებინა ჯარები უკრაინის საზღვრებიდან" და აგრესიის შემთხვევაში  ახალი სანქციებით დაემუქრა.

 

შედეგად, რუსეთის ჯარებმა მაინც გადაკვეთეს საზღვარი, მაგრამ არა რუსულ-უკრაინული, არამედ რუსეთ-ყაზახეთის. ლოგიკურად ამას უნდა მოჰყოლოდა იგივე აშშ-ს და მისი მოკავშირეების „მწვავე“ რეაქცია? მაგრამ ის ჯერჯერობით პრაქტიკულად არ ჩანს. უფრო მეტიც, 2022 წლის 6 იანვარს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის  ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა: „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ფაქტს, რომ ყაზახეთს აქვს სუვერენული არჩევანი, აირჩიოს თავისი მოკავშირეები“. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთის  მიერ "გამოწვეულ" გარეშე ძალებს "(ანუ რუსეთის არმიას) მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ  განსაზღვრული მისია და პროპორციულად იმოქმედონ".

 

ეს სრულიად შეუსაბამოა იმ ფაქტთან, რომ თითქმის ამავე დროს ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, ტონი რადაკინმა თავის პოსტში თავის პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ განიხილავს "სამხედრო მოქმედების" ვარიანტებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

 

ანუ, დასავლეთი კვლავ შეშფოთებულია "რუსეთის აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ" და თითქმის არ ანიჭებს მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ რუსული ჯარები შევიდნენ უკრაინაზე გაცილებით დიდ ქვეყანაში და ევრაზიის საკვანძო რეგიონშიც კი.

 

რბილად რომ ვთქვათ, ეს სულ ცოტა უცნაურად გამოიყურება. ისევე, როგორც ის თუ  რამდენად სწრაფად და ნაჩქარევად მიიღეს გადაწყვეტილება რუსული ჯარების შეყვანის შესახებ. იურიდიული „საფარის“ მინიმალური „პროცედურებიც“ კი არ განხორციელებულა. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს დონბასში მოვლენების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული ჯარების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. შედეგად, დასავლეთის ზეწოლის შედეგად ეს გადაწყვეტილება გაუქმდა. მაგრამ აშშ და ევროკავშირი ძალიან დააფიქრა იმან, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრისა და საშინაო საქმეებში ჩარევის საშუალება არ ჰქონოდა. მაშინ რუსეთის ფედერაციასაც  დახმარების თხოვნით მიმართა  ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, მიუხედავად იმისა, რომ ის  ხელისუფლებას ჩამოშორებული იყო.

 

ამჟამად, "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში", რუსეთის ჯარები სასწრაფოდ გაემართნენ ყაზახეთის ხელისუფლების დასახმარებლად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მხრიდან შესაბამისი დახმარების თხოვნის შემდეგ. ტოკაევმა განაცხადა, რომ არ გამართავს მოლაპარაკებას იმ მომიტინგეებთან, რომლებსაც "ტერორისტები" უწოდა და გასცა "დახვრეტის" ბრძანება. მაგრამ, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს არც კი აინტერესებს, რომ სასწრაფოდ გაიგზავნა ჯარები ყაზახეთში პროტესტის ჩასახშობად. შედარებისთვის, უკრაინაში მაიდანის დროს იანუკოვიჩს მსგავსი რამის უფლებაც კი არ მიუცია დასავლეთს და მოითხოვდა "მოლაპარაკებებს".

 

რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში, მაიდანის გამარჯვების შემდეგ, შეგახსენებთ, რომ ყირიმშიც თავიდან რუსული ჯარები შევიდნენ "არაოფიციალურად", როგორც გაუგებარი "პატარა მწვანე კაცუნები" ან "ზრდილობიანი ხალხი". შემდეგ კი პირადად პატარა სოროსელმა ფაშინიანმა, რომელიც ხელისუფლებაში მაიდანის დახმარებით მოვიდა, სიხარულით გამოაცხადა რუსული ჯარების შემოყვანა მაიდანის ჩასახშობად.

 

იმავდროულად, კრემლის პროპაგანდამ, რომელსაც "უძველესი მრავალტანჯული ერის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, ააგორა რუსული "ურა-პატრიოტიზმის" ტალღა, ამავდროულად აშკარად ამცირებდა რა ყაზახებს.

მარგარიტა სიმონიანმა თავის Twitter-ზე ტოკაევის თხოვნასთან მიმართებაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების შემოყვანის შესახებ, მაშინვე გამოაქვეყნა პოსტი:

 

”რა თქმა უნდა, დახმარება საჭიროა. აუცილებლად საჭიროა დახმარება.

 

მაგრამ ასევე უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები.

 

1. ყირიმი - უნდა აღიარონ.

 

2. კირილიცა - დაბრუნდეს.

 

3. რუსული ენა გამოცხადდეს მეორე სახელმწიფო ენად, ისევე როგორც ყირგიზეთში.

 

4. თავი დაანებეთ რუსულ სკოლებს და ნუ მოატყუებთ უფროსს, რაც ეს ისედაც ასეა.

 

5. განიდევნოს  ანტირუსული არაკომერციული ორგანიზაციები.

 

6. თანმიმდევრული მოძმე საშინაო პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს ნაციკებთან თამაშს.

 

თუ არა, არაა საჭირო იქ შესვლა"

 

მარგარიტა სიმონიანის ეს პოსტი მაშინვე გააზიარა "როსსოტრუდნიჩესტვო"-ს ხელმძღვანელმა (რომელიც ფუნქციონირებს მარგარიტა სიმონიანის თანამემამულე სერგეი ლავროვ-კალანტაროვის მეთვალყურეობის ქვეშ) ევგენი პრიმაკოვმა-უმცროსმა.

 

ამგვარი პოსტები, ისევე როგორც პუბლიკაციები, რომლებიც აშკარად გამოჩნდა რუსულ მედიაში (განსაკუთრებით პროსომხური) იმის შესახებ, რომ ყაზახეთი არის "ხელოვნური წარმონაქმნი" და რომ მისი ჩრდილოეთი ტერიტორია "ოდითგანვე რუსულია",  ყაზახებსა და რუსებს შორის მხოლოდ მტრობის გაღვივებას ემსახურება.

უფრო მეტიც, ამას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ყაზახებს ესმით, რომ ტოკაევის რეჟიმი დგას "რუსულ ხიშტებზე" და რომ სწორედ რუსები უწყობენ ხელს  უკმაყოფილოების სისხლიან ხოცვა-ჟლეტას "ტერორისტებთან ბრძოლის" საბაბით.

 

მოვლენები სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ და შევადარებთ 2014 წლის კიევის მაიდანს. იქ მოვლენები თვეების განმავლობაში ვითარდებოდა, საპროტესტო აქციების დაწყებიდან გადატრიალებამდე თითქმის 3 თვე გავიდა.

მერეც, ყირიმის მოვლენებიდან, რომელიც მალევე დაიწყო კიევში გადატრიალების შემდეგ, დონბასში სრულფასოვანი ომის დაწყებამდე, კიდევ 2-3 თვე გაგრძელდა. და რაც მთავარია, რუსეთი ცდილობდა ბოლომდე უერყო მოვლენებში საკუთრი მონაწილეობა.

 

 ყირიმის ანექსიაც კი ადრეულ დღეებში რუსულმა ჯარებმა განახორციელეს საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, როგორც "ზრდილობიანი ხალხი", ხოლო სიმფეროპოლის აეროპორტი ხელში ჩაიგდო სომეხი ბოევიკების რაზმმა არმან მარტოიანის, მეტსახელად "სამველის" მეთაურობით, რომელსაც ფორმალურად არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. აქ კი, ალმათის აეროპორტი ფაქტობრივად აიღო ტოკაევის ერთგულმა ყაზახურმა უშიშროების ძალებმა, მაგრამ მთელ მსოფლიოს აცნობეს, რომ ეს ჩაიდინეს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოებმა“ ანუ რუსეთის ჯარებმა, თუმცა ამაზე  ყველაზე ხმამაღალი  პროსომხური მედია ყვირის.

 

ასეა თუ ისე, "უძველესი ერის" წარმომადგენლებმა მაშინაც კი მიიღეს მონაწილეობა რუსებისა და უკრაინელების ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ახლა კი ცდილობენ რუსები და ყაზახები წაჰკიდონ ერთმანეთს. რა არის ეს - შემთხვევითობა თუ კანონზომიერება?

 

რუსული მედია პირში წყალს იგუბებს იმის შესახებ, რომ მიმდინარე პროტესტის მიზეზებს შორის არის არა ყაზახეთის მმართველი ელიტის ეკონომიკა და კორუფცია, არამედ ახალი ლოქდაუნი „კორონავირუსის“ საწინააღმდეგო შეზღუდვებით, რომელიც იქ 2022 წლის 5 იანვრიდან შევიდა ძალაში. ფორმალურად კი, „ომიკრონის" შტამის სწრაფი გავრცელების გამო. მთავრობამ გადაწყვიტა არ შეუშვას აუცრელი მოქალაქეები ბანკებში, საფოსტო განყოფილებებში (ანუ ადამიანისთვის უბრალოდ ფულის ან ფულადი გზავნილის მიღება პრობლემური იქნება), აბანოებში, საჯარო მომსახურების ცენტრებში, რომ აღარაფერი ვთქვათ სავაჭრო და გასართობ ცენტრებში და ა.შ.

 

და ეს ყველაფერი „ევროპული და ავსტრალიური ტრადიციებისამებრ“ ლოქდაუნის შემდეგ, ვინაიდან ყაზახეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში აცრებისა და კოვიდ-ის შეზღუდვების თვალსაზრისით ყველაზე მკაცრი ქვეყანა იყო. ახლახან კი, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ აიჟან ესმაგამბეტოვამ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან შრომით კოლექტივებში თანამშრომლები, რომლებიც უარს იტყვიან COVID-19-ის წინააღმდეგ სავალდებულო აცრაზე, დაჯარიმდებიან.

 

სავალდებულო აცრებისა და ახალი ლოქდაუნის შესახებ ინფორმაციამ პროტესტი კიდევ უფრო დააჩქარა. გაზის გაძვირება მნიშვნელობით მხოლოდ მეორე ადგილზეა  მიზეზთა შორის. მთავრობა კი სავარაუდოდ "დათმობაზე წავიდა" მომიტინგეებთან და გაზის ფასი დაუბრუნა ძველ ნიშნულს (როგორც იტყობინება ყველა მსოფლიო მედია) და არც უფიქრია აცრილებისთვის ლოქდაუნისა და შეზღუდვების გაუქმებაზე.

 

დღესდღეობით ცხადია, რომ გარემოში, სადაც მთელი ქალაქები  ქაოსშია ჩაძირული, ყაზახეთში COVID-19-ზე ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს. თუმცა, ამაზე რატომღაც არც რუსული და არც მსოფლიო მედია არ საუბრობს, როგორც საპროტესტო აქციის მიზეზზე. სამაგიეროდ აქტიურად განიხილება ძარცვის, მაღაზიების დარბევის და განსაკუთრებით, თითქოს „სამართალდამცავი თანამშრომლების თავების მოკვეთის“ (თუკი ამგვარი რამ საერთოდ ხდება და თუ ხდება, ვინ მოკვეთა თავები, თუ არა ისევ საკუთარმა პროვოკატორებმა) თემა არაფერს იტყობინება. და ისევ ამ არეულობებში ე.წ. "მამბეტებს" ადანაშაულებენ, ასე უწოდებენ ქედმაღალი ქალაქელი სნობები ყაზახური სოფლებიდან წამოსულ  ვითომ "უკულტურო" ხალხს.

 

საინტერესოა, რომ სოფლების ვითომდა „უკულტურო“ მაცხოვრებლების შესახებ ამ თემას მთელ მსოფლიოში ლიბერალები თითქოს შეკვეთით აგორებენ. ასე, მაგალითად, 2020 წლის 3 იანვარს, როცა ძალიან ცოტამ იცოდა ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შესახებ, ცნობილმა ლიბერალმა ბლოგერმა თენგიზ აბლოთიამ დაწერა: „... საქართველოში ნორმალური ცხოვრება მანამ არ იქნება, ვიდრე სოფელი ანუ მოსახლეობის  თითქმის 30 -40%  არის ტოქსიკური ზონა, რომელიც აზიანებს დანარჩენ ქვეყანას ველურობით, უკულტურობისა და უსაქმურობით... "და კიდევ " მე-17 საუკუნის ნორმებით მცხოვრები ქართული სოფელი ქმედუუნაროა. ის თავის ნებაზე უნდა მიუშვა: თუ განვითარდება - ხომ კარგი, თუ არა - ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლებით ერთი პრობლემით ნაკლები იქნება“. შეცვალეთ სიტყვები „საქართველო“ „ყაზახეთით“ და „ქართული სოფელი“ „ყაზახურით“ და ჩვენ ვიხილავთ იგივე ბრალდებებს ყაზახი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ, რასაც განსაკუთრებულად კონტროლირებად მედიაში ავრცელებენ „უძველესი კულტურის მატარებელი ერის“ წარმომადგენლები.

 

თუ ერთმანეთს შევადარებთ ყაზახეთში საპროტესტო აქციების რეალურ მიზეზებს და შემდგომ მოვლენებს, სულაც არ გვეხატება  ვარდისფერი სურათი არა მხოლოდ ყაზახებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

 

სინამდვილეში, დიახ ყაზახეთი აჯანყდა (და მშვიდობიანად) ადამიანის ღირსების დამცირების წინააღმდეგ „პანდემიასთან ბრძოლის“ საბაბით. მით უმეტეს, იქაური ხელისუფლება მაინც არ მოსწონდათ. ამასთან, ყველა ნიშნით ამოქმედებულნი იყვნენ „მაიდანური“ სტრუქტურები  „პროტესტის დასახმარებლად“, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აღშფოთების გაღვივებას.  მაგრამ არა იმისათვის, რომ „მეიდანს გაემარჯვა“. უპირველეს ყოვლისა, ჩართეს ის ძალები, რომლებმაც პროტესტი სწრაფად გადაიყვანა პოგრომებისა და ძარცვის ჭრილში. მაგრამ ეს გაკეთდა არა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ სულ სხვა რამისთვის. რომ შექმნილიყო „ჩახშობის მიზეზი“, მათ შორის „გარედან“.

 

პრეცედენტი შექმნილია. ამიერიდან ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აღშფოთებული იქნება ადამიანთა უფლებების შეზღუდვით, შეიძლება მკაცრად „დაისაჯოს გარედან“ და მსოფლიო საზოგადოება ამის საწინააღმდეგოს არაფერს იტყვის.

 

პარალელურად, ყაზახეთში მოხდა უმაღლესი ხელისუფლების „როტაცია“. ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ყველა მხარდამჭერი „გაწმინდეს“. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალური ძალაუფლება ტოკაევს გადაეცა და ის ერთგვარ „ყოვლისშემძლე დიქტატორად“ იქცა. მით უმეტეს, თავის სატელევიზიო მიმართვაში ტოკაევი აშკარად შეშინებული ჩანდა და ყველაზე ნაკლებად ჰგავდა "მზაკვრულ შეთქმულს". როგორც ჩანს, ის მართალია, შემთხვევითი - არა, მაგრამ მაინც არის „ტექნიკური ფიგურა“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყაზახური სახელმწიფოებრიობის დემონტაჟი და ძალაუფლების გადაცემა გლობალისტებთან უფრო მეტად დაკავშირებულ სხვა სტრუქტურებზე.

 

ცალკე უნდა შევეხოთ იმ გეოპოლიტიკურ ხაფანგს, რომელშიც რუსეთი "ჩაითრიეს", აშკარად ამზადებდნენ რა მას ომისთვის "ორ ფრონტზე" დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. როგორც ვნახეთ „უკრაინული საკითხის“დღის წესრიგიდან ამოღება დასავლეთში არც არავის უფიქრია. მაგრამ განსხვავებით წინა ომებისგან, რომელშიც რუსეთი მონაწილეობდა და მონაწილეობს (სირიაში), ყაზახეთში ჯარების შეყვანით, გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა სწრაფად და სპონტანურად პრონატორების ან გარე ძალების გავლენის ქვეშ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთ სერიოზულ საკითხში სათანადოდ არაფერია გათვლილი და გააზრებული (თუ, რა თქმა უნდა პროვოკაცია რამდენიმე თვით ადრე  არ არის მომზადებული). ასეა თუ ისე, იქნება ეს სპონტანური გადაწყვეტილება თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი სცენარები, ეს უკვე ნახევარია იმ კატასტროფისა, რომელიც გავლენას მოახდენს არა მარტო რუსეთსა და ყაზახეთზე, არამედ შეიძლება გახდეს ახალი მსოფლიო „სამხედრო გადანაწილების“ პროლოგი.

 

ჯერ კიდევ 2022 წლის 2 იანვრის დღის პირველ ნახევარში, ახალი წლის შემდეგ მშვიდობიანი და მშვიდი ალმა-ათა ისვენებდა, ხალხი მშვიდად მიემართებოდა ერთმანეთის მოსანახულებლად და ღია სავაჭრო ცენტრებისკენ (მით უმეტეს, რომ 5 იანვრისთვის ბევრ მათგანს დაჰპირდნენ ამ სავაჭრო ცენტრებში შესვლის აკრძალვას). ახლა კი, ერთი კვირაც არ გასულა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

 

7 იანვრის მდგომარეობით, ალმათიში დაკეტილია გზები ცენტრში, არის მუდმივი სროლა, უბრალოდ საშიშია ქუჩაში გასვლა. მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია და საკვების ყიდვა არსად არის შესაძლებელი. არც ფულია. ინტერნეტისა და კომუნიკაციების გათიშვამ მოულოდნელად საბანკო ბარათები მხოლოდ პლასტმასის უსარგებლო ქაღალდებად აქცია, რამდენიმე მოქმედმა მაღაზიამაც კი შეწყვიტა მათი მიღება. ანუ, ხალხი კრიტიკულ მომენტში დარჩა საკუთარი ფულის გარეშე. კავშირი გაწყდა და ხალხი უბრალოდ ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მეზობელ უბანში. ქალაქიდან გაქცევა თითქმის შეუძლებელია, რადგან არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ამაზრზენ ექსპერიმენტს ატარებს თითქმის 2 მილიონიან ქალაქში. ქალაქი ხაფანგშია მოქცეული (მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ადანაშაულებენ სოფლელ „უწიგნურებს“ და როგორც ჩანს, სოფლებს მსოფლიო მასშტაბით „ომს“ გამოუცხადებენ). ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ ადრე თუ გვიან მშიერი, ტანჯული და შეშინებული ადამიანები მიიღებენ ნებისმიერ დამსჯელსა და ინტერვენტს, რომელიც მათ ქაოსისგან „განათავისუფლებს“. მაშინაც კი თუ ისინი შეიტანენ ბევრად უფრო მკაცრი "საკონცენტრაციო ბანაკის" ნორმებს, ვიდრე წინა ლოქდაუნი. ახალ ხელისუფლებას კი ეპატიება ყოველგვარი უკანონობა, რასთან შედარებითაც ყოფილი კლანების შეურაცხყოფა „ბავშვურ ხუმრობად“ მოგეჩვენებათ.

 

განხორციელდება თუ არა ყაზახეთში ერთგვარი „ახალი ინსტრუმენტი“ მთელი ქალაქებისა და ქვეყნების რეფორმირების მიზნით ქაოსის გზით  თუ „ეს ყველაფერი ასე სპონტანურად მოხდა“ - ეს ჯერჯერობით  გაუგებარია. მაგრამ ის ფაქტი, რომ 2022 წლის დასაწყისის მოვლენების შემდეგ გლობალური მასშტაბით კოლოსალური ძვრები დაიწყება  უკვე აშკარაა.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები