პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან

10.01.22 16:20


ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მიესალმება იმას, რომ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას დათანხმდა, თუმცა, ნებისმიერი არსებითი დიალოგი ასევე უნდა შეეხებოდეს ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

 

სტოლტენბერგის განცხადებით, მათი მხრიდან ყურადღება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე გამახვილდება.

 

“მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ნებისმიერი აზრიანი დიალოგი მიმართული უნდა იყოს ასევე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთებაზეც და ის უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო - uკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცე - პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები