პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ" გადალახოს ვეტო, პრეზიდენტმა ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს

13.01.22 14:40


მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ" გადალახოს ვეტო, საქართველოს პრეზიდენტმა ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც დეკანოიძე განმარტავს, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს.

 

"ალბათ, უფრო პოზიტიურ მოლოდინს გავაჟღერებ, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს თუნდაც, ის ლიმიტირებული ბერკეტები, რომელიც მას აქვს და მას აქვს ვეტოს დადების უფლება, რაც რეალურად კიდევ უფრო აწევდა ყურადღებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვფიქრობ, რომ მან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" გადალახოს ეს ვეტო, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს ვეტო. ჩემი წარმოდგენით, ველოდები, რომ ის კონკრეტულ და შესაფერის გადაწყვეტილებას გააკეთებს. ვერ გეტყვით, დაადებს ვეტოს, თუ არა, მაგრამ როცა მას ვესაუბრე, ჩვენი მოსაზრება გავუზიარე და მისი აღშფოთებაც ერთგვარად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როცა სახელმწიფო ინსპექტორზე ისაუბრა, რომ ეს არის ნამდვილად ამ ინსტიტუტის გაუქმება და დასჯა სახელმწიფო ინსპექტორის",- განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები