პოლიტიკა
13.01.22 15:00
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეებმა რუსეთთან შეხვედრაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი წარადგინეს.
სტოლტენბერგის თქმით, მათ შორის იყო გზავნილი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ძალიან დაძაბული მდგომარეობის გამო, მთავარი საკითხი უკრაინა იყო, მაგრამ ასევე დისკუსიები შეეხებოდა საქართველოსაც. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ნატო-ს წევრობის საკითხი ასპირანტი ქვეყნების და მოკავშირეების გადასაწყვეტია და არავის აქვს ვეტოს ან ჩარევის უფლება. ეს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებია.
ცხადად იყო აღნიშნული, რომ მიუღებელია რუსეთის მოწოდებები ნატო-ს მიმართ, რომ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოსთან, უკრაინასთან და სამომავლოდ შესაძლოა, ფინეთისთვის ან შვედეთისთვის. ეს არის მთელი იდეის დარღვევა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, სრულად ეხება საქართველოსაც. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ს უფლება, დაიცვას ყველა მოაკავშირე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
„საქსტატის“ ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი 34.1%-ით გაიზარდა
11:0019.08.22
-
10:4019.08.22
-
10:2019.08.22
-
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
10:0019.08.22
-
18:0018.08.22
-
17:3018.08.22
-
17:0018.08.22
-
16:3018.08.22
-
16:0018.08.22
-
15:3018.08.22
-
სომხეთის სკოლებში ქართული ენის სწავლა იქნება შესაძლებელი
15:0018.08.22
-
ნინო წილოსანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
14:3018.08.22
-
ხათუნა სამნიძე: საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, არის არასწორი
14:0018.08.22
-
13:4018.08.22
-
13:2018.08.22
-
13:0018.08.22
-
ზანგეზური და საფრანგეთი - 1920 წელი
12:4018.08.22
-
პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს
12:2018.08.22
-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ
12:0018.08.22
-
11:4018.08.22
-
11:2018.08.22
-
მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
11:0018.08.22
-
10:4018.08.22
-
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია
10:2018.08.22
-
10:0018.08.22
-
18:0017.08.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა
17:3017.08.22
-
ქართული ცხენოსნობის განვითარებას მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება - პრეზიდენტი
17:0017.08.22
-
16:3017.08.22
-
16:0017.08.22
-
ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
15:2017.08.22
-
15:0017.08.22
-
თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ კაორი იშიკავას შეხვდა
14:4017.08.22
-
თავდაცვის სამინისტროში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს
14:2017.08.22
-
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს – NGO-ები
14:0017.08.22
-
13:3017.08.22