ანალიტიკა

სომეხი პროვოკატორები ჩრდილოეთ ყაზახეთში "არწახს" აღვივებენ

13.01.22 17:30


ღია წყაროების დაწვრილებითი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სომხურ ლობის „საკუთარი ინტერესები“ გააჩნდა  ყაზახეთში და მის წინააღმდეგ ინტრიგებსა და პროვოკაციებს მიმდინარე მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე აწყობდა.

პროსომხურ რუსულ მედიაში დიდი ხანია დროდადრო "შეპარვით" აქვეყნებენ მტკიცებებს იმის შესახებ, რომ მათი თქმით ჩრდილოეთ ყაზახეთი "პირველ რიგში რუსული მიწებია", თითქოს "ლენინმა და სტალინმა აჩუქეს ყაზახებს" და რომ "სამართლიანობა" უნდა აღდგეს. და ეს მიწები ყაზახეთს უნდა წაართვან და რუსეთს დაუბრუნონ.

 

ყაზახეთის დანაწევრებაზე განსაკუთრებულად მწვავედ წერდა აწ უკვე გარდაცვლილი მწერალი ედუარდ ლიმონოვი, რომელსაც თავის ე.წ. „ნაციონალურ-ბოლშევიკურ მოძრაობასთან“ ერთად სომხური ლობი აფინანსებდა. ამასთან, ლიმონოვი აღფრთოვანებული იყო ე.წ. „არცახით“, უკანონოდ ესტუმრა ოკუპირებულ აზერბაიჯანულ მიწებს ყარაბაღში და მან პირდაპირ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, რუსეთმა ისარგებლოს "სომხური გამოცდილებით" და იმავე გზით წაართვას ტერიტორიები მეზობლებს - პირველ რიგში უკრაინასა და ყაზახეთს.

 

ედუარდ ლიმონოვმა სიკვდილის წინაც დაუტოვა „ანდერძი“ თანამებრძოლებს, რომ აუცილებელია ბრძოლა ჩრდილოეთ ყაზახეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის. და ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დაწყების შემდეგ, 2022 წლის 8 იანვარს, მოსკოვის მეტროსადგურ ალმა-ატინსკაიაში, არარეგისტრირებული პარტიის რამდენიმე აქტივისტი „ე. ლიმონოვის სახელობის სხვარუსეთი" მატარებლის ერთ-ერთ  ვაგონს ბანერი მიაკრეს წარწერით" წინ  ჩრდილოეთ ყაზახეთისაკენ". მათი თქმით, ისინი ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას „რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გადამწყვეტი მოქმედების აუცილებლობაზე ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად“.

 

10 იანვარს პოლიცია ორგანიზაციის შტაბ-ბინის ჩხრეკას შეუდგა. უსაფრთხოების ძალებმა ოფისში მყოფი 14 პირი დააკავეს. აქტივისტებს 10-დან 15 დღემდე პატიმრობა მიესაჯათ. მათ წინააღმდეგ ოქმები „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით იყო შედგენილი, თუმცა სისხლის სამართლის საქმე ეთნიკური სიძულვილის წაქეზებისთვის უნდა აღძრულიყო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გადაუწყვეტია სომეხი ნაციონალისტების მიერ ასე ლობირებული „არცახის“ სცენარის „ჩაშვება“ ყაზახეთთან მიმართებაში. თუმცა, ამის საშიშროება, ვიმსჯელებთ რა იმით, თუ რამდენი რუსი "ურა-პატრიოტი" უსმენს სომეხ პროვოკატორებს და სიზმრად ექცათ  ოცნება "სამხრეთ ციმბირზე" (როგორც ისინი ჩრდილოეთ ყაზახეთს უწოდებენ), ისევე, როგორც 2014 წლამდე - ყირიმი არსად გამქრალა.

 

გასაგებია, რომ ჩრდილოეთ ყაზახეთიდან „ახალი“ ყირიმის ან დონბასის შექმნის მცდელობები რუსეთისთვის კატასტროფით დასრულდება. მეტიც, ამ შემთხვევაში, თავად რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავის აღმოსავლეთ საზღვრებს.

თითქმის 1 მილიონი ყაზახი ცხოვრობს საგვარეულო მიწებზე რუსეთ-ყაზახეთის მთელ საზღვარზე, ასტრახანის რეგიონიდან ალტაიმდე. და სად "მთავრდება" ყაზახური მიწა - ასევე ძნელი დასადგენია. უფრო ზუსტად ისტორიული სამართლიანობის მიხედვით, ეს უნდა განსაზღვრონ არა რუსებმა, არამედ ყაზახმა და თურქმა ხალხმა, რომლებიც ახლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არიან სხვა მოძმე თურქ ხალხთან  - ასტრახანელები, ციმბირელები და სხვა თათრები, ნოღაელები, ბაშკირები, ალტაელები - ერთად.

 

ციმბირში მცხოვრებმა იცის, რომ არ არსებობს განსაკუთრებული განსხვავებები ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრებ ყაზახებსა და დასავლეთ ციმბირის უმეტეს ნაწილში დასახლებულ რუს ციმბირელ თათრებთან "გადახლართულთა" შორის. უფრო მეტიც, მაგალითად, ციმბირელ თათრებსა და ყაზანის თათრებს შორის, კიდევ უფრო მეტი დიალექტური, გარეგანი და ყოველდღიური განსხვავებებია, ვიდრე იმავე ციმბირელ თათრებსა და ჩრდილოეთ ყაზახებს შორის.

ეს იყო ისტორიულად ერთიანი თურქული ტერიტორია. მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების მანძილზე ყაზახები, თათრები და იგივე რუსები კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, უამრავი შერეული ოჯახია, ეთნიკური დაპირისპირების ოდნავი ნიშნებიც კი არ არის. ახლა კი სომეხი პროვოკატორები ცდილობენ ამ უთანხმოების გაღვივებას ჩრდილოეთ ყაზახეთის „არწახიზაციის“ პროექტებით. „რუს პატრიოტებს“ არ ესმით, რომ ჩრდილოეთ ყაზახეთის მიმართ პრეტენზიები შეიძლება საბოლოოდ გადაიზარდოს „რუსეთის დაყოფის პრეტენზიაში“.

 

რუსეთის ფედერაციის არაკეთილმოსურნეებს ხომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ სეპარატიზმის პრეცედენტით და საზღვრების გადაკეთებით.

 

 არავინ, გარდა რუსეთისა და რუსი ხალხის აშკარა, მაგრამ შესანიშნავად შენიღბული მტრისა, „ცეცხლს“ არ „შეუნთებს“ საკუთარი უზარმაზარი ქვეყნის გარე საზღვრებს.

იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია, ჯერ ერთი ფედერალურია თავისი სახელმწიფო სტრუქტურით და მეორეც უნიკალურია ზუსტად იმით, რომ მას აქვს არაპროპორციულად მცირე მოსახლეობა მის უზარმაზარ ტერიტორიებთან და გაფართოებულ საზღვრებთან შედარებით.

 

უზარმაზარი საზღვრების მთელ პერიმეტრზე სეპარატისტული კონფლიქტების გაღვივება, უცხო მიწების პრეტენზია, მაშინ როცა ძირძველი ცენტრალური რუსეთი ცარიელდება და სწრაფად უკაცრიელდება და ათასობით მიტოვებული სოფელია - ეს მხოლოდ სიგიჟეა.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები