პოლიტიკა

საქართველოში რუსეთის ყოფნა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს – კარპენტერი

14.01.22 10:45


ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ კარპენტერის განცხადებით, „რუსეთის არასასურველი სამხედრო ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს“.

 

კარპენტერმა ეს განცხადება ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, 13 იანვარს ვენაში განაცხადა.

 

“ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი დისკუსია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა შევამციროთ ხიფათი და გავაძლიეროთ ნდობა და ჩვენ ვართ მზად, დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა კარპენტერმა.

 

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა ამ კვირაში არის მესამე საერთაშორისო პოლიტიკური შეხვედრა, სადაც დასავლეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების საკითხები, უფრო კონკრეტულად კი უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ირგვლივ მიმდინარე პროცესები განიხილეს.

 

ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების დროს, ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა კვლავ დააყენა ნატოს გაფართოების შეჩერებისა და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანის შესახებ, თუმცა მისი თქმით, ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ შეინარჩუნეს „ღია კარის“ პოლიტიკა, რაც ალიანსში ახალი წევრების შესაძლო მიღების მზაობას გულისხმობს.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები