პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი თავისი წარმოდგენების ტყვეობაში არის და დღეს ისეთი რაღაცები ილაპარაკა, სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი

14.01.22 11:30


ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები მოიგო და ამაში მისი დიდი დამსახურებაა. „მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავისი წარმოდგენების ტყვეობაშია.

 

„როგორც ვიცი ოპოზიციამ მარტო წალენჯიხაში მოიგო. კი ბატონო, შესაძლოა მისმა ჩამოსვლამ წალენჯიხაში მოაგებინა მათ კანდიდატს, რომელიც, სხვათა შორის, მესიმპატიურება. სააკაშვილი თავისი წარმოდგენების ტყვეობაში არის და დღეს ისეთი რაღაცები ილაპარაკა, სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

დღეს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები