პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი - ნატო-ში თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შევიდა, მანამდე იყო საქართველო

14.01.22 12:00


ნატო-ში თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შევიდა და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ემესენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომელსაც ის ამბობს, რომ სურს სიარული.

 

ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსები საუბრობენ ნატო-ს საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში არა ნატო, არამედ რუსეთო შეიჭრა.

 

„რუსები ნატო-ს საფრთხეს უჩივიან, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა; ნატო საქართველოში არ შეჭრილა, რუსეთი შეიჭრა; ნატო-ს არ დაუტოვებია ძალები მოლდოვაში მისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა დატოვა. ასე რომ, თუ არსებობს გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ეს ნატო-დან არ მოდის, რუსეთიდან მოდის“, – აღნიშნა ბლინკენმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები