საზოგადოება
14.01.22 12:20
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა და 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ კოლექტიური დავა სააგენტოსთან. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მედიაციის პროცესი, ასევე შემდგომი მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.
გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა ცენტრებისა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს მონურ პირობებზე და ახლა უკვე მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.
რაც შეეხება მოთხოვნებს, ამ ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია.
ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა. ასევე, პროფკავშირი ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ ყოველწლიურად მათი ხელფასი ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს. ასევე, ეს ადამიანები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა დაზღვევა და ასე შემდეგ. დაახლოებით 12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით.
სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა", - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0019.08.22
-
დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
11:4019.08.22
-
11:2019.08.22
-
„საქსტატის“ ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი 34.1%-ით გაიზარდა
11:0019.08.22
-
10:4019.08.22
-
10:2019.08.22
-
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
10:0019.08.22
-
18:0018.08.22
-
17:3018.08.22
-
17:0018.08.22
-
16:3018.08.22
-
16:0018.08.22
-
15:3018.08.22
-
სომხეთის სკოლებში ქართული ენის სწავლა იქნება შესაძლებელი
15:0018.08.22
-
ნინო წილოსანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
14:3018.08.22
-
ხათუნა სამნიძე: საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, არის არასწორი
14:0018.08.22
-
13:4018.08.22
-
13:2018.08.22
-
13:0018.08.22
-
ზანგეზური და საფრანგეთი - 1920 წელი
12:4018.08.22
-
პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს
12:2018.08.22
-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ
12:0018.08.22
-
11:4018.08.22
-
11:2018.08.22
-
მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
11:0018.08.22
-
10:4018.08.22
-
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია
10:2018.08.22
-
10:0018.08.22
-
18:0017.08.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა
17:3017.08.22
-
ქართული ცხენოსნობის განვითარებას მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება - პრეზიდენტი
17:0017.08.22
-
16:3017.08.22
-
16:0017.08.22
-
ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
15:2017.08.22
-
15:0017.08.22
-
თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ კაორი იშიკავას შეხვდა
14:4017.08.22