პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

14.01.22 13:20


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

 

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. იმსჯელეს კოვიდ პანდემიის მართვის საკითხებზე და მომდევნო კვირაში, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისთან ონალინ შეხვედრაც ჩაინიშნა, სადაც მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები