ანალიტიკა

უკრაინა, ყაზახეთი... რითი ემუქრება  შემდგომი მოვლენები საქართველოს და მსოფლიოს?

14.01.22 15:20


2022 წლის დასაწყისიდან მოვლენები კალეიდოსკოპისებურად  ვითარდება. ახალ წლამდე მსოფლიო საზოგადოება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის პერსპექტივით იყო დაკავებული, რასაც უმალვე მოჰყვა ყაზახეთის მოვლენები და "CSTO-ს ფარგლებში", რუსეთმა სასწრაფოდ შეიყვანა თავისი ჯარები ყაზახეთში და კონტროლი აიღო  საკვანძო ობიექტებზე.

 

მაგრამ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება CSTO-ს ჯარების მათ შორის რუსული, ყაზახეთიდან გაყვანის შესახებ. ამავდროულად, უკრაინის ირგვლივ ვითარება კვლავ მკვეთრად "მწვავდება". რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულმა ულტიმატუმმა უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე ალიანსის გაფართოების დაუშვებლობის შესახებ უარი განაცხადა, ექსპერტები კვლავ საუბრობენ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ უკრაინაზე...

 

ერთი შეხედვით, უკრაინასა და ყაზახეთთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება  და არც ურთიერთკავშირშია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

 

ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ ფაქტორს. მსოფლიოში ენერგომატარებელი მკვეთრად გაძვირდა, პირველ რიგში კი ბუნებრივი აირის ღირებულებამ მოიმატა.

იმავდროულად მინერალური სასუქების, განსაკუთრებით აზოტოვანი სასუქების ფასი ბუნებრივი აირის ფასზეა მიბმული. თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის კი სასუქები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

მეორე მხრივ, ლოჯისტიკაში არსებული შეფერხებები „შოლტით ურტყამს“ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასაც კი. კვების ლოჯისტიკაში არსებული შეფერხებების ჩათვლით. ისინი თითქოს „განზრახ“ გამოიყენება საბაბად, იგივე კოროვირუსული პანდემიის გამოყენებით. ხან კარანტინში მოაქციეს პორტის თანამშრომლების უმეტესობა და ხომალდების განმტვირთველი არავინაა, ხან მიწოდება შეფერხდა.

 

კერძოდ, ასეთი რამ უკვე გამოიარა ავსტრალიამ, მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთმა მთავარმა ექსპორტიორმა ქვეყანამ, რომელმა ბევრს აჯობა ანტი-COVID-ის შეზღუდვებისა და ჩაკეტვის აბსურდულობით. შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც როგორც ჩანს, მშვენივრად გრძნობს თავს საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, დროდადრო ფერხდება მთელი ქალაქებისათვის საკვების მიწოდება.

 

ამრიგად, ყველა წინაპირობა შეიქმნა მსოფლიო ბაზარზე სურსათის გაძვირებისთვის. თანდათანობით ასეც ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ ჩინეთი ბოლო დროს აქტიურად ყიდულობს მარცვლეულს მსოფლიო ბაზარზე, ამასთან ბევრად უფრო ინტენსიურად ქმნის სურსათის მარაგს, ვიდრე სხვა სახის ნედლეულს. ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა გასაგებია - მან უნდა გამოკვებოს მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა.

 

იმავდროულად, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი მსოფლიო ბაზარზე საკვების, პირველ რიგში, ხორბლის, მთავარ მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს შორის არიან. მაგრამ ამით  ყველაფერი არ სრულდება. ამ ქვეყნების სასურსათო ლოჯისტიკა დღეს შავი ზღვის პორტებზეა „მიბმული“.

 

გამოდის, რომ შავი ზღვის აუზში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ავტომატურად „გამორიცხავს“ შავი ზღვის პორტებს (პირველ რიგში უკრაინულს) მიწოდების ჯაჭვიდან. ყაზახეთი ასევე მარცვლეულის ექსპორტს დიდწილად შავი ზღვის პორტებით ახორციელებს. და უფრო მეტიც თუ ყაზახეთში ჯერ კიდევ არასტაბილურობაა, მარცვლეულის უზარმაზარი მოცულობები (რომელსაც, აგრომოვაჭრეები „მალავენ“, ფასების შემდგომი ზრდის იმედით) უბრალოდ არ გავა მსოფლიო ბაზარზე.

 

მიწოდების შეფერხება შეიძლება დიდხანს არც გაგრძელდეს. მაგრამ, როგორც სუეცის არხის ბოლოდროინდელმა, ერთი შეხედვით, „შემთხვევით“ დახურვამ აჩვენა, რამდენიმე დღიანი შეფერხებაც კი  საკმარისია იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზარზე  „მშვიდი“ გეოპოლიტიკური ვითარების პირობებშიც კი ცხელება დაიწყოს. მეტიც, სამხედრო კონფლიქტების შემთხვევაში პანიკა და მღელვარება დაიწყება.

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ძალზედ გავლენიანი და „წინასწარ გათვლებზე ორიენტირებული“ ძალები მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ სიტუაცია ერთდროულად „აფეთქდეს“ გლობალური სურსათის ბაზრისთვის და სურსათის ლოჯისტიკისთვის კრიტიკულ რამდენიმე ადგილას. მსგავს ვითარებაში საქართველოც შეიძლება მოხვდეს დარტყმის ქვეშ.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პორტები ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული მარცვლეულის ექსპორტის მთავარ არხად (მათი მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტს ახორციელებს თავისთვის და მეზობელი სომხეთისთვის), ისინი "სათადარიგოდ" შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, იგივე ყაზახური მარცვლეულის ექსპორტისთვის, ამა თუ იმ მიზეზით, ტვირთი ვერ გაივლის რუსეთის და უკრაინის პორტებს. ხოლო თუ საქართველოზე ტრანზიტისა და ექსპორტის შესაძლებლობები დაიბლოკება, ბოლოს და ბოლოს ყაზახური მარცვლეულიც „მახეში“ მოექცევა და მსოფლიო ბაზარზე მისი ისე სწრაფად მიტანა არ იქნება შესაძლებელი.

 

უკრაინული, ყაზახური და რუსული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილის დროებით ამოვარდნა სურსათის მსოფლიო მარაგებიდან, ბუნებრივია გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები გაიზრდება. ამ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში დაიწყება სერიოზული პრობლემები, შესაძლოა, შიმშილამდეც მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ ოდესღაც სურსათზე უბრალო გაძვირება  ე.წ. "არაბული გაზაფხულის" წინაპირობად ითვლებოდა.

 

„გლობალური დაკიდულობის“ შემდეგი ეტაპის პროგნოზირება რთული არ არის. კორონოვირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები უკანა პლანზე გადადის (მაგრამ არსად ქრება) და წინა პლანზე წამოიწევა მოსახლეობის გამოკვების პრობლემა.

 

აქ კი „გაციფრულება“ და სერთიფიკატების, QR კოდების სისტემა შეიძლება „გაფართოვდეს“ ისტორიის რთული პერიოდებიდან კარგად ცნობილი საკვები ბარათებისკენ. მაგრამ მათ უკვე არა ქაღალდის, არამედ ელექტრონული - "ციფრული" სახე ექნებათ. „არალოილებს“ უბრალოდ ჩამოერთმევათ რაციონი, ხოლო ცალკეულ ქვეყნებში შიმშილის გამწვავების შემთხვევაში – სიცოცხლის უფლება.

 

ალყაში მოქცეული ლენინგრადის ისტორიიდან ცნობილია, რომ მრავალი ადამიანისთვის სამუშაოს დაკარგვა და ”მასთან დაკავშირებული კვების ბარათისა, ნიშნავდა შიმშილს, რადგან  სარჩენი კატეგორიისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო გადარჩენა იმ მწირი რაციონის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა ბარათებს“. შიმშილი საუკეთესო საშუალებაა ხალხის მორჩილებაში მოსაყვანად და ეს როგორც ჩანს კარგად ესმით ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორებს.

 

ცხადია, მსგავსი პესიმისტური სცენარი შეიძლება არც განხორციელდეს. მაგრამ ამის  ალბათობა დღითიდღე იზრდება.

 

საქართველო საკვების იმპორტზეა დამოკიდებული. მეორეს მხრივ, სწორედ ქვეყნის სატრანზიტო პოზიცია იძლევა გარკვეულ შანსებს ამ პრობლემის გადასაჭრელად სწორედ იმის გამო, რომ სურსათის ნაკადი, თუმცა უფრო ძვირი, ნაწილობრივ საქართველოზე გაივლის. შესყიდვების გონივრული პოლიტიკის განხორციელებისას, ასევე ჩვენივე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება კატასტროფული სცენარის თავიდან აცილება. მაგრამ რას მოიმოქმედებს „დიდი სომხეთი“, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ დაულაგებია ურთიერთობები მეზობლებთან და ამის გამო ბლოკადაში ზის, ბოლომდე გასაგები არ არის. უფრო მეტიც ის საქართველოზე ბევრად ნაკლები საკვების ოდენობით უზრუნველყოფს თავის თავს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები