პოლიტიკა

სახელმწიფო დროშის დღე და პერფორმანსი რუსთავის ციხესთან - სააკაშვილის მხარდამჭერებმა პენიტენციურ დაწესებულებასთან ხუთჯვრიანი დროშა გაშალეს

14.01.22 16:00


დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სიმბოლური პერფორმანსი მოაწყვეს რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან და ხუთჯვრიანი დროშა გაშალეს.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გამოხატავენ სოლიდარობას მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.

 

„სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ, მოვედით ეროვნული დროშებით, რომელსაც სახელმწიფო დროშის სტატუსი მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა. სოლიდარობას გამოვხატავთ მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.

პერფორმანსის დასასრულის სახით შევუგზავნით პრეზიდენტს ამ დროშას სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდების სახელით”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები