პოლიტიკა

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს - გიორგი ამილახვარი

14.01.22 17:00


„გუშინ ბრალდებულმა სააკაშვილმა პირდაპირ ვიტყოდი, შტურმი მიიტანა ხელისუფლების ერთ-ერთ დამოუკიდებელ შტოზე, რომელზეც დგას სახელმწიფო - სასამართლო ხელისუფლებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა პირადი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს და მთლიანად ინსტიტუციას.

 

„მას წარმოუდგენია, რომ როგორც ეს მისი მმართველობის დროს იყო, მოსამართლე უნდა იყოს ნოტარიუსის ფუნქციების მატარებელი. ისევე, როგორც პოლიციელს და სხვა ყველა საჯარო მოხელეს ექცეოდა თავის დროზე - მას წარმოუდგენია, რომ მისი მმართველობიდან უკვე 9 წლის შემდეგაც ასე უნდა იყოს. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო და კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ასე იქადნის მართლმსაჯულების რეფორმაზე და გარკვეულ რეკომენდაციებსაც გვაძლევს „ქართულ ოცნებას“, კომენტარი არ გაუკეთებია სააკაშვილის გუშინდელ იერიშზე, რომელიც მან მიიტანა სასამართლო ხელისუფლებაზე.

 

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და შტოებზე შტურმი ამ ქვეყანაში და მათი შერყევა შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

ინფორმაციისთვის, 13 იანვარს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. 

 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები