პოლიტიკა
18.01.22 16:00
მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილის დაცვის მხარე ითხოვს პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებულმა კომისიამ სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს.
„ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს, ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას, ეს იქნება ცენტრი „ემპათია“ და ასევე დანიშნოს სახელმწიფომაც ექსპერტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას. რაც შეეხება ნევროლოგიას - მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ზოგიერთის შეფასებით არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, არ აქვთ. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პროკურატურისგან, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზაზე გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შემაჯამებელ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარე თებერვალში ელოდება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24